მაარიფის სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგთან ერთად წამოიწყეს პროექტი „ძეგლით მოყოლილი ისტორია“
ზამთრის არდადეგებზე მაარიფის სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგთან ერთად წამოიწყეს პროექტი ,,ძეგლით მოყოლილი ისტორია“, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება. აღნიშნული ღონისძიება სამი კვირა გრძელდებოდა. დასახელებული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაგვაცნეს როგორც გამოქანდაკებულ პიროვნებათა ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე, ისე სკულპტურების შექმნასთან დაკავშირებული ისტორიები.
“მათ არაერთი ძეგლი მოინახულეს და ვიდეობლოგები შექმნეს. მოსწავლეთა ინტერესის არეალში მოექცნენ პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ შოთა რუსთაველი, ვახტანგ გორგასალი, ვაჟა-ფშაველა და სხვ. დედაქალაქში არსებულ ქანდაკებათა გარდა, ბავშვებმა მოგვითხრეს ქალაქგარეთ მდებარე სკულპტურებზეც.ვმაგალითისთვის შეიძლება გამოვყოთ მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი ,,კიდევაც დაიზრდებიან“.
მოცემული იდეის განხორციელებას მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, მათთვის ამ პროექტზე მუშაობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პროექტზე დაფუძნებული სწავლებას, რადგან აღნიშნული მიდგომა ერთდროულად არაერთი უნარის განვითარების შესაძლებლობას იძლევა”, – აღნიშნეს სკოლაში.