GE
22 ნოემბერი, 2021 22:38

„ქიმერიონი“ – სივრცე ლიტერატურაზე საუბრებისთვის – სკოლა პროგრესი (ბათუმი)

ქართულ- ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი ახალი თაობის განათლებაში თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს. შესაბამისად ლიტერატურა, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია მოსწავლეებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ საკმაოდ რთულ და უამრავი გამოწვევის წინაშე მდგომ სამყაროში, ლიტერატურა, წიგნის კითხვით მიღებული ცოდნა, ემოციები, ადამიანს სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ “პროგრესში” არსებულ ლიტერატურულ კლუბზე, რომლის ხელმძღვანელიც ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქეთევან სიხარულიძე გახლავთ. მისგან უკვე გავიგებთ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ აქტივობებზე, ასევე კლუბის პრიორიტეტებსა და მნიშვნელობაზე:

-ქალბატონო ქეთევან, მოგვიყევით კლუბზე, რომელსაც ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში ხელმძღვანელობთ.

-ლიტერატურისა და კინოს კლუბი “ქიმერიონი” ქართულ- ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ( ბათუმის ფილიალში ) 2019 წელს ჩამოყალიბდა და ის პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას ეფუძნება. თითოეული მოსწავლე, თავისი განვითარების პროცესითა და მიღწეული შედეგით საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას. ამასთან, გათვალისწინებულია ბავშვის ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები.

-რა წარმოადგენს კლუბის მიზანს და რა მიმართულებებზე აკეთებთ ძირითად აქცენტს?

-კლუბი მიზნად ისახავს მოსწავლეებსა და მოზარდებს გამოუმუშავდეთ კითხვის, კვლევის, ანალიზის, შეფასების, დისკუსიაში ჩართვის, აზრის დაფიქსირების უნარ-ჩვევები. ლიტერატურული და კინემატოგრაფიული ნიმუშების მრავალმხრივი განსჯა-გაანალიზებით, ლიტერატურული ღირებულებების: თემის, იდეის, მხატვრული სახეების გამოკვეთით, ლიტერატურული გმირის მოქმედების მაგალითით, ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევა-გამკვლავების უნარების გამომუშავების პროვოცირებას შეძლებენ. და რაც მთავარია, ჩვენი უპირველესი მიზანია „პროგრესის“ მოსწავლეები კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ წიგნს, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას იმოგზაურონ სამყაროს საოცარ ლაბირინთებში, მუდმივად ისწრაფოდენ პროგრესისაკენ.

-ლიტერატურა როგორც…

– სული საზრდოობისთვის აუცილებელი წყარო. ლიტერატურა ყოველთვის ძილ-ღვიძილის ზღვარზე გამყოფებს, წიგნი, როგორც ცოდინსა და გამოცდილების წყარო, ზრდის შენს შინაგან სამყაროს და გხდის იმაზე უკეთესს, ვიდრე მანამდე იყავი.

– სკოლა “პროგრესი” განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წიგნის პოპულარიზაციას, კლუბი ჩართულია ქალაქში მიმდინარე ამა თუ იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. როგორ შეაფასებთ კლუბის მუშაობას…

-კლუბი აქტიურადაა ჩართული ქალაქის მშფოთვარე ლიტერატურულ სვლებში. მიუხედავად პანდემიისა იგი უწყვეტად აგრძელებდა დაკისრებულ მოვალეობას-ზუმის საშუალებით. აქ მუდმივად იქმნება ლიტერატურული კომპოზიციები, გვყავს მოწვეული სტუმრები .

კლუბის ოთახი აღჭურვილია მუშაობისათვის საჭირო ინვენტარით, რაც მოსწავლეებს ააცილებს ერთფეროვან, მოსაბეზრებელ გარემოში მუშაობის რუტინას. კლუბში მეცადინეობა უფასოა. აქტივობების განხორციელების, გამარჯვებული მოსწავლეების წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სკოლის წარმომადგენლობით ხარჯებში გათვალისწინებულია სათანადო ფულადი სახსრები. ვცდილობთ „ქიმერიონის“ აქტივობები საინტერესო იყოს მასში ჩართული თითოეული მოსწავლისათვის. ვისაც სურს საუბრები ლიტერატურაზე, კინოზე, ყველას ვეპატიჟებით სკოლა „პროგრესში“ რომელიც ბათუმის, ტბელ აბუსერიძის ქუჩის 11-ა ნომერში მდებარეობს.

-საიდან მომდინარეობს კლუბის სახელწოდება?

– “ქიმერა ” „ქიმერიონი“, აღებული გვაქვს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან. ვფიქრობთ, პირველია 21- ე საუკუნის სკოლის კლუბებს შორის, რომელიც ზოგადევროპულთან ერთად, ეროვნულ მხატვრულ ნიშნებსაც წარმოაჩენს, ახალგაზრდა თაობის ხელოვანთა სულისკვეთებასაც გამოხატავს. „ქიმერიონი“ არის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული, პედაგოგიური საბჭზე დამტკიცებული, სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, სკოლის დირექტორის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებლივი აქტით დამტკიცებული წრე, რომელიც წარმართავს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესს.

იგი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, რომელიც ემსახურება მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ვცდილობთ მოსწავლეებსა და მოზარდებს გამოუმუშავდეთ კითხვის, კვლევის, ანალიზის, შეფასების, დისკუსიაში ჩართვის, აზრის დაფიქსირების უნარ-ჩვევები. კლუბ “ქიმერიონში” უშურველად ხდება მოსწავლისათვის ცოდნის გაზიარება, დისკუსია, ნაშრომების წაკითხვა. თამამად ვიტყოდი, ესაა “ვულკანის ამოფრქვევა”, რომელსაც მსმენელი მრავალ აღმოჩენამდე მიჰყავს და მათ მეტის შეცნობის სურვილი უჩნდებათ. ყველა პროგრესელი მაღალზნეობრიობის საუკეთესო მაგალითია, ისინი გამორჩეულნი არიან ერუდიციითა და დახვეწილი ქართულით.

EDU.ARIS.GE - სკოლები