2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასებში ხდება – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება
2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმა შემოვა. მის შესახებ განცხადება დღეს უკვე ოფიციალურად გააკეთა განათლების, მეცნერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
“ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები”, – განაცხადა მთავრობის წევრმა.
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
განათლების მინისტრის განცხადებიდან დადასტურებულად გაირკვა ისიც, რომ ფორმები ფასიანი იქნება, რადგან გივი მიქანაძემ ფორმებთან დაკავშირებით მხარდაჭერა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ოჯახებს აღუთქვა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 ათასი ქულით ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მზრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიირებს ფორმებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სკოლაში ფორმების დაბრუნების გადაწყვეტილების თაობაზე EDU.ARIS.GE ექსკლუზიურად უკვე წერდა.
ამავე თემაზე:
საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში
„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე
-
ცნობილია რომელი სკოლა რა თანხას მიიღებს ერთ მოსწავლეზე კლასების მიხედვით და რამდენი იქნება დამატებითი დაფინანსება – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ისევ ჩატარდება თუ გაუქმდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა? – განათლების სამინისტროსა და NAEC-ის პასუხები
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“
by თავისუფალი ტრიბუნა
