GE

12 სასარგებლო ვებ-გვერდი ევროპული ენების შესასწავლად

თუ თქვენ ფლობთ ერთ უცხო ენას, სხვა ენის დაუფლება გაცილებით გაგიადვილდებათ. გთავაზობთ სასარგებლო ინგლისურენოვან საიტებს ფრანგული გერმანული და იტალიური ენების დამოუკიდებლად შესასწავლად – თამაშების, საოპერო არიებისა და დეტექტიური ისტორიების მეშვეობით.

იტალიური

15127860-R3L8T8D-650-86838

Duolingo ინგლისურის ცოდნით, ამ სერვისის მეშვეობით შეძლებთ სხვადასხვა ევროპული ენის შესწავლას თამაშებით. დავალებები ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ ძირითადად უნდა თარგმნოთ მცირე წინადადებები იტალიურიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით.

My DailyPhraseItalian საიტი განკუთვნილია მათთვის ვინც იტალიური ენის შესწავლას ნულიდან იწყებს, ყოველ ახალ გამოშვებაში თქვენ იგებთ იტალიაში მოგზაურობისთვის სასარგებლო ორ-სამ ფრაზას: მაგალითად რესტორანში შეკვეთის გასაკეთებლად. თუ ყოველდღიურად იმეცადინებთ, მთლიანი კურსის გავლა შესაძლებელია 20 კვირაში.

LearnItalianPod.comეს ამერიკული პოდკასტი განკუთვნილია უფრო მათთვის, ვინც უკვე ფლობს იტალიურ ენას საბაზისო დონეზე. ყოველი გამოშვების ხანგრძლივობაა 4-დან 20 წუთამდე და ეძღვნება გარკვეულ თემას, მაგალითად ცნობილი სიმღერების ტექსტების განხილვა ან საუბარი ფიზიკასა და ნეირობიოლოგიაზე.

OneWorldItalianoამ პორტალზე თავმოყრილია მრავალფეროვანი სხვადასხვა სირთულის სამეცადინო მასალა. აქ შესაძლებელია დაწეროთ გრამატიკული ტესტები, კარნახი, უპასუხოთ შეკითხვებს ტექსტიდან და წაიკითხოთ იტალიური ახალი ამბები.

გერმანული

15128010-R3L8T8D-650-0159

MissionBerlinწარმოიდგინეთ სცენარი: ხართ ბერლინში, თქვენს სასტუმროში მოხდა მკვლელობა, არ იცით ენა, დილით კი გამომძიებელი გისვამთ გერმანულად შეკითხვებს, ასეთ კინემატოგრაფიულ სიტუაციაში მოხვდა ამ პოდკასტის გმირი.

MeinWegnachDeutschlandგოეთეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შექმნილ პორტალზე შეგიძლიათ გაერთოთ გერმანულის სწავლისას, აქ წარმოდგენილია მრავალი თამაში, რომლებიც არ მოგცემენ მოწყენის საშუალებას.

LangsamgesprocheneNachrichtenუცხოენოვანი რადიოს მოსმენა ენის შესწავლის მიზნით კარგია, მაგრამ ყველა ვერ იგებს, ამიტომDeutscheWelle-ს რადიოსადგური იწერს ახალი ამბების გამოშვებებს და წამყვანები კითხულობენ ტექსტს შედარებით ნელა.

LandderWörterგერმანული ენა ნამდვილად არ არის იოლი შესასწავლი, ზოგჯერ საჭიროა მისი შესწავლის რთული პროცესის გამარტივება, რაშიც დაგეხმარებათ ეს საიტი – თავმოყრილი ვიქტორინებითა და კროსვორდებით.

ფრანგული

15128110-R3L8T8D-650-2

LanguagesOnline ამ საიტზე შეგიძლიათ შეისწავლოთ ფრანგული (ასევე ესპანური) სიტყვებისთვის შესატყვისების მოძებნით. თუ ფიქრობთ რომ ამგვარად – დიდაქტიკის გარეშე – ეს შეუძლებელია, სცადეთ რამდენიმე დავალების შესრულება და დარწმუნდებით რამდენად მუშაობს ინტუიციური მეთოდი თქვენთვის.

EasyFrenchPoetryამ პოდკასტის ავტორი კამილა შევალიე კითხულობს ფრანგი პოეტების ლექსებს ორჯერ: პირველად – ნელა, ხოლო მეორედ – ჩვეულ ტემპში. შემდეგ კი ჰყვება ამ ლექსების შექმნის ისტორიას.

FrenchQuizzeof theDayსაიტი განკუთვნილია მათთვის, ვინც უპირატესობას ტესტებით მეცადინეობას ანიჭებს.

RFI — Journalen françaisfacileფრანგული ენის შესწავლის მსურველთათვის ამ პოდკასტზე ყოველდღიურად იტვირთება ათწუთიანი ახალი ამბების გამოშვება. წამყვანი კითხულობს საკმაოდ სწრაფად, მაგრამ გამარტივებულ ტექსტს.

ესპანური

15128260-R3L8T8D-650-383324-2560x1600

Destinos ნახევარსაათიანი ეპიზოდებისგან შემდგარი სერიალი, რომლის ყოველ ახალ სერიაში მაყურებელი სწავლობს გრამატიკასა და ლექსიკას, აგრეთვე ეცნობა მთავარი გმირების იდუმალებით მოცულ ისტორიებს.

CoffeBreakSpanishამ პოდკასტზე წარმოდგენილია 15-წუთიანი აუდიო-გაკვეთილები, განკუთვნილი მათთვის ვინც ნულიდან იწყებს ესპანურის შესწავლას. სასიამოვნო მოსასმენი და რაც მთავარია ზუსტად შერჩეული სიტყვები, რომლებსაც ნამდვილად გამოიყენებთმომავალში.

Newsin SlowLatinSpanish ზოგიერთი მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ შესასწავლი რესურსების უმეტესობა ევროპული ესპანურისთვისაა და არა მისი ლათინოამერიკული ვარიანტისთვის. სწორედ ამიტომ შეიქმნა ადაპტირებული ახალი ამბების გამოშვება, ლათინური ამერიკისთვის დამახასიათებელი ლექსიკითა და ფონეტიკით.

DigitalDialectsსაიტზე წარმოდგენილია სხვადასხვა სირთულის თამაშები მათთვის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ესპანური ენის შესწავლას. ზოგიერთ დავალებაში სწორად უნდა შეუსაბამოთ ინგლისური და ესპანური ფრაზები ერთმანეთს. უფრო რთული დავალებების შესასრულებლად მოცემულია დროის ლიმიტი.

17 ვებ-გვერდი, რომელიც უფრო ჭკვიანს გაგხდით

5 რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ აუდიოჩანაწერი მოსწავლეებისთვის

მსოფლიოს ტოპ-20 რესურსი უფასო ონლაინ-სწავლებისათვის

11 რესურსი უფასო განათლებისათვის

სასარგებლო რესურსები უცხო ენების უფასოდ შესასწავლად

ა.ზ.

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური