GE

180-ე სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ

N180 საჯარო სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. სამართალდამცველებმა შენობაში მყოფთა ევაკუაცია განახორციელეს.

როგორც შსს-ში news.ge-ს განუცხადეს, ამ წუთებში, სკოლის შენობაში გამნაღმველები მუშაობენ.

„ზარის ინიციატორის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში,

შეგახსენებთ, გასულ წელს, ცრუ შეტყობინებების შესახებ კანონი გამკაცრდა. ზარის ავტორი ახალი კანონის შესაბამისად დაისჯება.

წყარო: http://news.ge/ge/news/story/125527–e-skolashi-gamnaghmvelebi-mushaoben

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური