GE

„7 000 ადამიანი ელოდება უფროსი მასწავლებლის სტატუსს, თუმცა მათი ხელფასებისთვის საკმარისი თანხა არ არის“

განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აღიარებს, რომ იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საგანში გამოცდა ჩაბარებული აქვთ, ტრენინგების გატარებას ხელოვნურად აჩერებენ. მისი თქმით, ასეთი 7-ათასი მასწავლებელია და 7 ათასივეს რომ გაატარონ ტრენინგი და შიდა დაკვირვება და მიანიჭონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ამისთვის თანახა არ ეყოფათ, ვინაიდან ხელფასის მოსამატებლად ბიუჯეტში ფული არ არის.

„დღეს საგანჩაბარებული მასწავლებელი, რომელიც უფროსის სტატუსს ელოდება, გვყავს დაახლოებით 7-ათასი, რომელიც რომ გაუშვათ ტრენინგის და შიდა დაკვირვების გასავლელად, 7-ათასის ხელფასი დაგვჭირდება, რომელიც არ არის. ეს არის გულახდილი პასუხი. შარშან ათასი ადამიანის ფული იყო, ანუ ათასი ადამიანისთვის შეეძლოთ ტრენინგის ჩატარება. წელს შეგვეძლება 4 -4, 5 ათასი ადამიანის გატარება. ესენი გამოცდაჩაბარებულები არიან. ახლა ვინც ჩააბარებენ, ისინიც რიგში ჩადგებიან. 

წლევანდელ წელს ეს სისტემა მოხმარდება იმას, ვინც უკვე ჩააბარა გამოცდა, ანუ იმ 7- ათასიდან, შემიძლია და  4,5 ათას გავატარებ ტრენინგს. არ დავიშურებ იმას, რომ ეს 4 ათას 500 გავხადო 5500  და ბიუჯეტი სხვაგან დავზოგო.

ცნობისთვის, რომ იცოდეთ, რა თანხაზეა საუბარი: 4 ათასი ადამიანის გატარება (მინისტრი გულისხმობს ტრენინგის გატარებას და შემდეგ ამის საფუძველზე უფროსი მასწავლებლს სტატუსის მინიჭებას და მათთვის სტატუსის შესაბამისი დანამატის მიცემას. ავტ.) ჯდება, სადღაც, 30 მილიონი, ანუ ძალიან სერიოზული თანხაა. ეს 30 მილიონი მომცეს. რა თქმა უნდა, მინდოდა 60 მილიონი მოეცათ. თუმცა ეს იმ წელზე გვაქვს საუბარი, 2017 წელზე, იმ ფონზე, როდესაც უმეტეს სამინისტროებს შეუმცირეს დაფინანსება და უკან წავიდა ეს სიტუაცია. წელს დაგვემატა ასევე მაღალმთიანები და დაახლოებით 10- ათასამდე მასწავლებელს გაეზარდა ანაზღაურება.

მოლოდინი იმისა, რომ 2017-ში, ყველა გაუფროსდება, არის არარეალური. გულწრფელად რომ გითხრათ, მომავალ წელს იმედი მაქვს, გამტარუნარიანობა გამიხდება 2-ჯერ მეტი, ვიდრე წელს. ასეთი გათვლაა, მოკლედ ვაპირებ, რომ 8-ათას ადამიანს გავატარო ტრენინგები მომავალ წელს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საგულისხმოა, რომ მინისტრის ახალი ინიციატივით და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის თანახმად, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება უფრო გამარტივდა, თუმცა მისი შენარჩუნება იქნება რთული.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მთავრობამ ხვალ უნდა განიხილოს. საკითხის გატანა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სწორედ ხვალ იგეგმება.

რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური