ალტე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
ალტე უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მაგისტრანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებსა და სკოლების დეკანებს, გაეზიარებინათ საკუთარი მოლოდინები და მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ირმა გრძელიძე – ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით; ანი ამირანაშვილი – ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით; თამარ მახარაძე – ვიცე-პრეზიდენტი ფინანსებისა და ოპერაციების მიმართულებით; ქეთევან ცხადაძე – სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი; ილია ბოცვაძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.
„მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტური ურთიერთობების გაღრმავებას, აკადემიურ გარემოში სწრაფ ინტეგრაციასა და უნივერსიტეტთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას“, – აცხადებენ ალტე უნივერსიტეტში.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი