GE

რა თანხები დაიხარჯება და როგორ უნდა წარიმართოს სამეცნიერო საგრანტო კონკურსები – ახალი დებულება დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ახალი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურისის დებულება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ახალი კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ მიმართულებებს.

სამეცნიერო მიმართულე­ბები (6 მიმართულება) და ქვემიმართულებები შემდეგია:

ა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

მათემატიკა;

კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;

ფიზიკური მეცნიერებები;

ქიმიური მეცნიერებები;

დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;

ბიოლოგიური მეცნიერებები;

სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ- ინჟინერია და ტექნოლოგიები:

სამოქალაქო ინჟინერია;

ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;

მექანიკური ინჟინერია;

ქიმიური ტექნოლოგია;

მასალათა ტექნოლოგია;

სამედიცინო ტექნოლოგია;

გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;

ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;

სამრეწველო ბიოტექნოლოგია;

ნანო-ტექნოლოგია;

სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები;

გ – მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები:

ფუნდამენტური მედიცინა;

კლინიკური მედიცინა;

ჯანმრთელობის მეცნიერებანი;

სამედიცინო ბიოტექნოლოგია;

მედიცინის სხვა დარგები;

დ – აგრარული მეცნიერებები:

სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;

მეცხოველეობა და მერძევეობა;

ვეტერინარული მეცნიერებანი;

სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;

სხვა აგრარული მეცნიერებები;

ე – სოციალური მეცნიერებები:

ფსიქოლოგია;

ეკონომიკა და ბიზნესი;

განათლების მეცნიერებანი;

სოციოლოგია;

სამართალი;

პოლიტიკური მეცნიერებები;

სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;

მედია და კომუნიკაცია;

სხვა სოციალური მეცნიერებები;

ვ – ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ისტორია და არქეოლოგია;

ენები და ლიტერატურა;

ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია;

ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა);

სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.

ახალი დებულებით, ამ სამეცნიერო მიმართულებების დეტალურ, ჩაშლილ კლასიფიკატორს, თითოეულ მიმართულებაში შემავალი დარგებისა და ქვედარგების სრულ სიას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

რა ოდენობის დაფინანსება შეიძლება იყოს მოთხოვნილი ბრძანებით დამტკიცებულ მიმართულებებზე:

საგრანტო დაფინანსება შეიძლება მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით:

ამ დებულების „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისთვის: 2-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა;

„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისთვის: 2-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 210 000 (ორას ათი ათასი) ლარისა.

პროექტის წლიური ბიუჯეტი, განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს:

„ა“, „ბ“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისთვის – 100 000 (ასი ათასი) ლარს;

„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისთვის – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს;

პროექტი შეიძლება, ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან.

გრანტის მოთხოვნისა და ყველა წესის შესახებ დეტალები იხილეთ მინისტრის ბრძანებაში

ასევე იხილეთ:

„უნივერსიტეტებში ერთ წელიწადში 10 000-ლარიანი ხელფასი მიღწეული არ იქნება“ – მთავრობის განმარტება პროფესორ-მასწავლებლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური