„ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ“ – პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის პოზიციები საქართველოს ევროპულ EQAR-ში დაბრუნებაზე
როგორც ექვს ოქტომბერს გახდა ცნობილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა. ეს კი სხვა ფაქტორებთან ერთად ნიშნავს, რომ გასული წლის 25 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულმა შეხვედრამ შედეგი გამოიღო. ამაზე EDU.ARIS.GE ერთი წლის წინ გიყვებოდათ.
რაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა ENQA-ის და EQAR-ის პრეზიდენტებთან შეხვედრაზე
მიღწეულ შედეგზე 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მუშაობა კიდევ უნდა გაგრძელდეს:
„უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის, ე.წ. EQAR-ის გადაწყვეტილებით საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის EQAR-თან.
შეფასების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო პერიოდში კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებები და ამას დაეფუძნა ეს გადაწყვეტილება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი განათლების სამინისტროს, განათლების მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის. ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ. ეს სისტემა საჭიროებს მუდმივ სრულყოფას, მუდმივ განვითარებას და ეს არის ჩვენი უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იქამდე რეგისტრაციის აღდგენის გარკვეულ დეტალებზე მოვისმინეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოზიციაც, რომელიც მიიჩნევს, რომ “საქართველოს EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება“.
-
„შეიძლება სკოლაში ტუალეტის სუნი იყოს?!“ – პარლამენტში სკოლის დამლაგებლებისთვის ხელფასების მომატება მოითხოვეს
by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
