GE

15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს

„ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება მსოფლიო მასშტაბით „ერაზმუსის დღეების“ აღნიშვნას და 15-16 ოქტომბერს მრავალფეროვან აქტივობებს გთავაზობთ.

უნივერსიტეტის მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში სტუდენტებს, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს და საერთაშორისო განათლებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ ერაზმუს+ პროგრამებს, გაიზიაროთ საერთაშორისო მობილობის გამოცდილება და პროფესიული განვითარების ახალი გზები აღმოაჩინოთ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თემატური შეხვედრები და დისკუსია, რომელშიც ერაზმუს+ ეროვნული ოფისი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისი და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მრავალმხრივ უპირატესობებზე ისაუბრებენ.

ღონისძიება, რომლის სამუშაო ენები ქართული და ინგლისურია, ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დღის წესრიგისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური