აიკრძალება თუ არა მულტფილმის „მაშა და დათვი“ ჩვენება? – ფსიქოლოგების რეკომენდაციები
ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პოპულარული მულტფილმი უნდა აიკრძალოს.
ტელევიზიისა და რადიოს ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელთა აზრით, ზოგიერთი უცხოური მულტფილმი, რომელსაც აზერბაიჯანულ არხებზე აჩვენებენ, შეიცავს ძალადობის ელემენტებს და შეიძლება გამოიწვიოს აგრესია ბავშვებში, ამის გამო საჭიროა ამ მულტფილმების ჩვენების აკრძალვა.
ერთ-ერთი ანიმაციური ფილმი, რომელიც თითქოს აკრძალვის ქვეშ მოჰყვა არის მეგა-პოპულარული „მაშა და დათვი“, რომლის ერთ-ერთი სერიის ნახვების რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა.
ტელევიზიისა და რადიოს ნაციონალური საბჭოს პროგრამირებისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსმა ტევეკიულდ ადაშოვმა განახცადა:
- მე არ მომიწოდებია ტელევიზიებისთვის აეკრძალათ მულტფილმები, როგორც ეს მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა. მე მოვუწოდე ადგილობრივ არხებს უპირატესობა მიანიჭონ მულტფილმებს, რომლებიც იწვევენ დადებით ემოციებს. ბევრისთვის საყვარელი მულტფილმის გმირის, მაშას ქცევები კი ზოგჯერ საკმაოდ აგრესიულია დათვის მიმართ.
- ჩვენს კვლევებში არ გვყოლია ჩართული ფსიქოლოგები, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფილმები და მულტფილმები, რომლებიც შეიცავენ აგრესიისა და ძალადობის სცენებს, უნდა გადიოდეს ეთერში მაშინ, როდესაც ბავშვები ნაკლებად უყურებენ ტელევიზორს, ანუ 23:00-დან 07:00 საათამდე.
რას ამბობენ ამის შესახებ ფსიქოლოგები?
„მულტფილმში ხდება ბავშვის მიერ უფროსის აბუჩად აგდება. დათვის პერსონაჟი განასახიერებს უფროსს, ცოტათი შენელებულს, მაგრამ ადეკვატურ ადამიანს. მას შეუძლია მხოლოდ წყენის გამოხატვა. ბავშვის ქვეცნობიერში ეს ყველაფერი აღიქმება, რომ იგი ექცევა როგორც უფროსს,“ – ამბობს ბავშვების ფსიქოლოგ-პედაგოგიური პრობლემების ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერ-მუშაკი ვერა აბრამენკოვა.
სხვა ფსიქოლოგები და ექსპერტები ეთანხმებიან ამ მოსაზრებას.
რამდენიმე ციტატა: „მულტფილმის პირველ სერიაში ხდება პერსონაჟების გაცნობა. ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ყველას, მაგრამ როგორც კი გოგონა ჩნდება ეკრანზე, ჩანს ცხოველების რეაქცია – ყველა იმალება საგულდაგულოდ, რადგანაც მოდის გამანადგურებელი ძალა, რომელიც საშიშია“. – ნათქვამია სტატიაში სათაურით: „ვზრდით ბავშვს როგორც ეგოისტს“.
შეგვიძლია შევაჯამოთ ფსიქოლოგების მოსაზრებები და ჩამოვთვალოთ ძირითადი საშიშროებები:
- ბავშვისა და ბუნების წინააღმდეგობრიობა.
- უფროსების უპატივცემლობა (მულტფილმში უფროსს განასახიერებს დათვი).
- მაშას ემოციების ნაკლებობა – თანაგრძნობისა და სიყვარულის განცდა.
სხვა ფსიქოლოგები უფრო კატეგორიულები არიან და მულტსერიალს „სადომაზოხიზმის“ მაგალითად მოიხსენიებენ, სადაც მსხვერპლის როლში გვევლინება დათვი, ხოლო სადისტის როლში – მაშა. სერიალის წარმატება კი განპირობებულია იმით, რომ პატარა სადისტის ადგილას ყოფნა ნებისმიერ ჩვენგანს სურს, უბრალოდ ჩვენ სხვანაირად აღგვზარდეს.
აი, რას წერს აზერბაიჯანული ცენტრის „Kairos Consulting“-ის ფსიქოლოგი ელადა გორინა:
“მე ვფიქრობ, რომ „მაშა და დათვი“ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ხუმრობა, თანაც უფროსებისთვის. აქ ნათქვამია იმის შესახებ, თუ როგორ სურს ბევრ უფროსს ზოგჯერ „იმაიმუნოს“. მაგრამ უფროსები იმისთვის არიან უფროსები, რომ მშვენივრად იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ხოლო მცირე ასაკის ბავშვებისთვის ამ ქცევის ალტერნატივა მულტფილმში არ არის ნაჩვენები.
მისი სიტყვებით ზღაპრული პერსონაჟები უნდა იყვნენ მეტაფორულები, ამავდროულად უნდა შეესაბამებოდნენ რეალურ ადამიანებს. განვიხილოთ დათვი და გოგონა, დათვი უნდა განასახიერებდეს დიდ, ძლიერ, შესაძლოა საშიშ ადამიანს, ხოლო გოგონა მასთან ურთიერთობისას უნდა ავლენდეს სიბრძნეს, სიკეთეს. მაგრამ აქ მეტაფორა არ გვაქვს, როგორც უკვე ითქვა, გვაქვს მხოლოდ „უფროსების ხუმრობა“.
დიახ, ყველა ბავშვი ნამდვილად არ დაიწყებს მაშას ქცევების კოპირებას, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ინდივიდუალურ რეაქციებზე საუბარი, საქმე გვაქვს ტენდენციასთან, რაც გულისხმობს ბავშვების მიერ მაშას ქცევების მიბაძვას. 3-დან 6 წლამდე ბავშვებს ძალიან აქვთ განვითარებული მიბაძვის უნარი, ამასთან ეს გაუცნობიერებლად ხდება. ისინი უბრალოდ ბაძავენ მათ, ვინც უყვართ.
მაშა ბავშვებს მოსწონთ იმიტომ, რომ იგი ძალიან გავს თავად მათ. სამი წლის ასაკში ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მართავენ მსოფლიოს, ამიტომ სწორედ ამ ასაკშია საჭირო გარკვეული სოციალური შეზღუდვის დაწესება. ანუ პატარა ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ სიბრაზე – არ არის აკრძალული, ზოგჯერ სასარგებლოცაა, თუმცა ამ დროს დაუშვებელია ვინმესთვის ზიანის ან ტკივილის მიყენება.
მაგრამ მულტფილმში ასე არ ხდება. პირიქით, ბავშვი ხედავს რას აკეთებს სერიალში მაშა და ფიქრობს, მისთვის დაშვებულია ყველაფერი და ამის გამო მას არაფერი მოუვა.
მე არ გავუწევდი რეკომენდაციას ამ მულტფილმს 3 წლამდე ბავშვებისთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში სიუჟეტს ისინი ვერ აღიქვამენ. საქმე ისაა, რომ მათი ტვინი „აღბეჭდავს“ სურათებს და ის, თუ რა გავლენას მოახდენს მომავალში ბავშვის ფსიქიკაზე მულტფილმში დანახული სცენები, არავინ იცის.
ფსიქოლოგის თქმით, მულტფილმის ყურება დასაშვებია მშობლებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს შეუსრულდა შვიდი წელი, ამ ასაკში იგი გაიგებს თქვენს ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, თუ „რა არის კარგი და რა – ცუდი“.
საბოლოოდ კი ისევ თქვენი გადასაწყვეტია გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, თუ – არა.
საბავშვო საძიებოდან Kiddle სიტყვების გეი და ლესბოსელი განმარტება ამოიღეს
ა.ზ
წყარო: 1news.az