GE

“არის ჯი – განათლება” ჟურნალისტის თანამდებობაზე კიდევ ერთ კანდიდატს ეძებს

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი “არის ჯი – განათლება” აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის თანამდებობაზე და ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

საქმიანობის აღწერა:

ბეჭდური მასალების მომზადება განათლების თემატიკაზე – მხოლოდ ანალიტიკური, კრიტიკული და საგამოძიებო ტიპის სტატიები (თქვენი CV არ განიხილება, თუკი ვერ აკმაყოფილებთ ამ ტიპის მასალების მომზადებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს).

თემებზე მუშაობისას პრიორიტეტი მიენიჭება უმაღლესი განათლების გარშემო არსებულ საკითხებს. მაძიებელს უნდა შეეძლოს, წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი სტატიების, რეპორტაჟების ან სხვა მასალების ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან სხვა შესაბამის სფეროში;
მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება ბეჭდურ ან სატელევიზიო მედიაში
ინფორმაციის მოპოვებისა და გამართულად წერის უნარი

სამუშაო დრო:  შეთავსებით – თავისუფალი გრაფიკით
ანაზღაურება:  ანაზღაურება (ერთი სტატიის ღირებულება) განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე და ურთიერთშეთანხმებით.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 2015

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით, ასევე მინიმუმ 2 ვრცელი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა თქვენი ავტორობით შემდეგ მისამართზე: [email protected]

გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე სამოტივაციო წერილის და სტატიების გარეშე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური