GE

ბავშვის და მოზარდის  ჯიბის ფული –  როგორ  გამოვთვალოთ  საჭირო თანხა

საბავშვო ბიზნეს  სკოლამ,  მოზარდებისთვის  და  მშობლებისთვის შექმნილი სერვერი https://homemoney.ua -ის, ასევე ვებ-გვერდ „საბავშვო  მონეტების“ ერთობლიობით, ინტერაქტიული   პროექტი   „ჯიბის  ფულის  კალკულატორი“ შექმნა.    

კალკულატორის  შემუშავებაში მონაწილეობა  მიიღეს   ფინანსური  დაგეგმვის   სპეციალისტებმა,  ეკნომისტებმა, ბავშვთა  ფსიქოლოგებმა და ბიზნეს მრჩეველებმა. ონლაინ  სერვისი საშუალებას იძლევა, დააზუსტოს რეკომენდირებული თანხა კონკრეტული ბავშვის ჯიბის ფულისთვის. პროცესში გათვალისწინებულია ბავშვის  და  მშობლის  ასაკი,  ასევე  საცხოვრებელი  ადგილი,  ქონებრივი  მდგომარეობა  და  ოჯახის  შემადგენლობა.

მიუხედავად  იმისა, რომ  კალკულატორის მონაცემები სარეკომენდაციო ხასიათისაა, ის    მშობლებს საშუალებას აძლევს ბავშვს აუხსნან თავიანთი გადაწყვეტილება თანხის  რაოდენობის განსაზღვრის  შესახებ. თავის მხრივ, ბავშვებს, რომლებიც  პირადი  ხარჯებისთვის ღებულობენ  ფულს, შეეძლებათ, რომ რეალური გამოცდილება  მიიღონ მიღებული თანხის მართვაში, კერძოდ კი ხარჯვაში.

თქვენი შვილი ჯიბის ფულს 11-12 წლამდე, როგორც წესი არ ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკვებში, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში და არ არის გათვალისწინებული მეგობრების საჩუქრებისთვის.

როდესაც მოზარდი გახდება 11-12 წლის, თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მას შეადგინოს პირადი ბიუჯეტი და თავად მართოს იგი. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულ კალკულატორში შევა უფრო სერიოზული ხარჯები (მგზავრობა, ჰობი, მეგობრებთან ერთად კაფეში დროის გატარება, საჩუქრები, ტანსაცმელი.) ეს დაეხმარება მოზარდს, მიიღოს პირადი ფულის მართვის და სხვა ცხოვრებისეული გამოცდილება. მაგრამ გახსოვდეთ, უფროსკლასელის ჯიბის ფულის კალკულაცია მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც თქვენ მასთან ერთად უნდა შეისწავლოთ და ისე დაადგინოთ მოზარდის პირადი ბიუჯეტის ოდენობა.

ციფრები   ადაპტირებულია  უკრაინის  პირობების  შესაბამისად. გასული წლის  ხელფასებისა და ფასების  მონაცემებით.   მომავალში  ისინი  დაკორექტირდება ეკონომიური რეალობითა და  მომხმარებლების აზრის  გათვალისწინებით. ამიტომ  რეკომენდირებულია ყოველი 3-6  თვის  განმავლობაში  კალკულატორთან  შედარება, შემოწმება.

მაშ ასე, იხილეთ მაგალითი და გამოიანგარიშეთ თქვენი შვილის ბიუჯეტი:

„ჯიბის  ფულის  კალკულატორი“ 

 

წყარო:detki-monetki.

მ.მ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური