„მშობელი ხარ და დაიღალე შეხსენებით: „იმეცადინე“, „დაწერე“, „დავალება შეასრულე“? – მათემატიკის პედაგოგის გამოწვევა მშობლებს
მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ორ სხვადასხვა სკოლაში, ნაილი დათუნაშვილი, მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს და საინტერესო გამოწვევას სთავაზობს:
მშობელი ხარ და დაიღალე შეხსენებით: „იმეცადინე“, „დაწერე“, „დავალება შეასრულე“?
მეც შენს დღეში ვარ…
მოზარდი დიდ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში და თქვენი უკმაყოფილება ნამდვილად არ აუმჯობესებს სიტუაციას? – ზუსტად მასე ვარ. რაც არ უნდა ძალიან გავზარდო უკმაყოფილება, უფრო დიდ ბრაზს იწვევს მასში და ბოლოს ვნანობ, საერთოდ რომ გამოვთქვი უკმაყოფილება.
ამას წინათ ვკითხულობდი სტატიას, სადაც რჩევები იყო მსგავსი შემთხვევების დროს როგორ უნდა მოვიქცეთ,როგორც მშობლები და მინდა ვცადო…
თუ გინდა მონაწილეობის მიღება ამ ექსპერიმენტში უბრალოდ დამიტოვე კომენტარში კოდური სიტყვა “მინდა მონაწილეობა” და შემდეგ შედეგებს დავაკვირდეთ ერთად, ჩემს ტელეგრამ არხზე…
სტატიაში ეწერა:
სცადეთ თქვათ მსგავსი რამ:
️ვწუხვარ, რომ ამდენ დროს უთმობ ტელეფინს და როგორც ჩანს, გიჭირს სიტუაციის კონტროლი. მოდი, ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ეს სიტუაცია, რადგან ეს ყველამ კარგად ვიცით, როგორი საზიანოა..
ანუ, ახალი ან რთული სიტუაციების გადაჭრისას უკუკავშირი არა მხოლოდ შეთანხმებისგან შედგება, არამედ თანამშრომლობის ელემენტებსაც შეიცავს – როცა თავად ბავშვი გვთავაზობს ვარიანტებს.
როცა თქვენი შეთავაზების ჯერი დადგება შესთავაზეთ:
- ჩამოვკიდოთ განრიგი მაცივარზე
- დავაყენოთ მაღვიძარა
- დავნიშნოთ დრო
- თვალყური ვადევნოთ ერთმანეთის საქმეებს
- ️ერთმანეთს დავუპლიუსოთ შესრულებული საქმეები
- დავაწესოთ არამატერიალური ჯილდოები
არსებობს ფრაზები, რომლებიც ანაცვლებს რიტორიკულ კითხვებს, როგორებიცაა: რატომ არ გესმის ჩემი?
ფრაზების ზოგადი სტრუქტურა ასეთია:
- “შენ არ ხარ ცუდი, რაღაც გჭირს, შენი (ჩვენ აღვწერთ კონკრეტულ ქცევას), რომელიც ზიანს აყენებს შენს მდგომარეობას, ხასიათს, ზრდილობას, ძალიან მაწუხებს. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი, გავუმკლავდეთ მას”;
- ️”შევამჩნიე, რომ დღეს უფრო სწრაფად დაასრულე საშინაო დავალება და ყველაფერი თავად გააკეთე, შენი დამოუკიდებლობა მახარებს”;
- “რა საინტერესოდ ჩაიცვი დღეს, ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან კრეატიული იყავი”.
მშობლებო, მოდით, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს. მსგავსი დამოკიდებულება შევიმუშავოთ შვილების მიმართ, რომ ჩვენი საუბარი მათ შთაგონებად ექცეთ. სხვა შემთხვევაში, არაგაწონასწორებული საუბრები, დაანგრევს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას…
აბა რამდენი ხართ ჩემთან ერთად?
ასევე იხილეთ:
„ჩემი სათქმელი განათლებაზე“ – EDU.ARIS.GE-ს შეთავაზება საგანმანათლებლო საზოგადოების წევრებს