GE

სკოლის მოსწავლეების მობილობის წესში ცვლილება შევიდა

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში“ ცვლილება შევიდა.  ცვლილება გულისხმობს, რომ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრამდე შესრულებული აქვთ 6 წელი, მაგრამ კერძო სკოლებში სწავლობენ, მიუხედავად იმისა კერძო სკოლა როდის იწყებს სწავლას (არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა), მობილობით შეუძლიათ საჯარო სკოლებში გადასვლა და ამისთვის მინისტრის სახელზე განცხადების დაწერა აღარ სჭირდებათ.

ამის შესახებ EDU.ARIS.GE განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოსწავლეები 2016 წლის 28 სექტემბერის ბრძანება №129/ის მიღებამდე, მინისტრის ბრძანების გარეშე საჯარო სკოლაში ვერ გადადიოდნენ.

ადრე შეზღუდვა იყო. კერძო სკოლებიდან ვერ გადავიდოდნენ მოსწავლეები მობილობით საჯარო სკოლაში, რომელი სკოლებიც 15 სექტემბრის მერე იწყებდა სწავლას. ბავშვის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბავშვის მშობელი ასეთ შემთხვევაში მინისტრის სახელზე წერდა განცხადებას, ნებართვა რომ მიეცა. ახლა შევიდა ცვლილება. იმ ბავშვებზე, რომლებსაც 15 სექტემბრამდე შესრულებული ჰქონდათ 6 წელი და მაინც კერძოში შეჰყავდათ, მინისტრის სახელზე იწერებოდა განცხადება და ის ანიჭებდა ინდივიდუალურად მობილობის უფლებას, მაგრამ ახლა პირდაპირ ბრძანებაში ჩაიდო, რომ აღარ დასჭირდეს მშობელს განცხადების დაწერა“, – აღნიშნეს სამინისტროში.

გთავაზობთ ქრონოლოგიურად როგორ შეიცვალა მობილობასთან დაკავშირებული ბრძანების პუნქტები.

2012 წლის 19 სექტემბერის №193/ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შემდეგ 2015 წლის 18 სექტემბრის ცვლილებით დაემატა 1 “ ქვეპუნქტი, რომელიც მობილობას კრძალავდა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც კერძო სკოლაში სწავლა გვიან დაიწყეს.

მუხლი 3. მობილობა. მე-2 ქვეპუნქტი. 2012 წლის 19 სექტემბერი. ბრძანება №193/ნ.

მობილობა დაუშვებელია კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე, პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

2015 წლის 18 სექტემბრის ცვლილება. ბრძანება №122/. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი დაემატა.

1) (მობილობა იკრძალება) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სწავლა დაიწყესსაქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლის დაწყების თარიღზე გვიან.“.

2016 წლის 28 სექტემბერი. ბრძანება №129/. 1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით.

ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სწავლა დაიწყესსაქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლის დაწყების თარიღზე (შემდგომშისასწავლო წლის დაწყების თარიღი) გვიან. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირველი კლასის მოსწავლეებზე, რომლებსაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი შეუსრულდათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით და სწავლობენ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც სწავლა დაიწყეს სასწავლო წლის დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვისა“.

ასეთია ბრძანების ცვლილებების ისტორია. ანუ 2015 წლის ცვლილებით მობილობის უფლება შეეზღუდათ კერძო სკოლის (რომლებმაც სწავლა გვიან დაიწყეს) პირველ კლასელებს, თუმცა მათ მშობლებს ამ უფლების მოპოვება შეეძლოთ მინისტრის ნებართვის საფუძველზე, თუ განცხადებით მიმართავდნენ, ხოლო 2016 წლის 28 სექტემბრის ცვლილებით (ეს ბოლო ცვლილებაა ამ ეტაპზე), ბრძანების გარეშე შუძლიათ საჯარო სკოლებში გადასვლა, თუ, როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, მოსწავლეებს სწავლის დაწყების ოფიციალურ თარიღამდე, ანუ 15 სექტემბრამდე შესრულებული ექნებათ 6 წელი. არ აქვს მნიშვნელობა როდის იწყება სკოლაში სასწავლო წელი, თუმცა ეს თარიღი არაუგვიანეს 15 ოქტომბრამდე უნდა იყოს.

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, 2016 წლის 28 სექტემბრის ცვლილება არ ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც კერძო სკოლაში ასაკის გამო შევიდნენ იმ მიზნით, რომ ერთი სემსტრის შემდეგ გადასულიყვნენ საჯაროში.

„ცვლილება არ ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც  ასაკის გამო შევიდნენ კერძო სკოლაში, და  არ იყვნენ 15 სექტემბრამდე 6 წლის. ის ბავშვები ვერ გადმოვლენ ერთი წლის მანძილზე საჯარო სკოლაში. ეს შეზღუდვა დარჩა“, – განაცხადეს სამინისტროში.

ანუ თუ კერძო სკოლამ 15 ოქტომბერს დაიწყო სწავლა, ხოლო ბავშვს 14 ოქტომბერს შეუსრულდა 6 წელი, ასეთი ბავშვები ერთი წლის მანძილზე ისევ ვერ შეძლებენ კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადასვლას. მეორე კლასში კი მათ ამის საშუალება მიეცემათ, თუ სასურველ სკოლას თავისუფალი ადგილი იქნება.

საინტერესო ინფორმაცია მოსწავლეთა მშობლებისთვის

რა ღირს სწავლა კერძო სკოლაში

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური