გამოცდის წინ გადასამეორებელი – ეს წესები აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას არ უნდა დაარღვიოს
2026 წლის აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გიზიარებთ იმ წესებს, რომლებიც თითოეულმა აბიტურიენტმა ერთის მხრივ უნდა გაითვალისწინოს და მეორეს მხრივ არ უნდა დაარღვიოს:
საჭირო/დაშვებული ნივთები:
- საგამოცდო ბარათი;
- პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- სურვილის შემთხვევაში – გელიანი, ე.წ ტუშის შავი კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
- აბიტურიენტს უფლება აქვს, გამოცდაზე შეიტანოს სასმელი წყალი (არა შუშის ბოთლით); პირადი ჰიგიენის ნივთები, ნებადართული მედიკამენტი.
გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება: ფორმატი ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.
რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს – ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით აღნიშნულ მისამართზე და გაიაროს რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება; რეგისტრაციის გავლამდე აბიტურიენტი აბარებს ზედმეტ ნივთებს;
საგამოცდო სექტორში აბიტურიენტები უნდა დასხდნენ მათთვის განკუთვნილ ადგილას;
მაგიდაზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალმის, პასუხების ფურცლისა და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალის მაგალითად: (რუკა, მენდელეევის ტაბულა) დადება შეგიძლიათ – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი, პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ, დადოთ იატაკზე);
პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ;
– ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
– პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
– ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ დამკვირვებელს;
– გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
- პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
- გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
- დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
- დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან ამ შემთხვევებში:
- ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე.წ. (შპარგალკის), მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
- წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
- ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, დამკვირვებელი ვალდებულია, გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.
ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
- პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
- აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
- პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, მიმართეთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით უნდა ჩააბაროთ პასუხების ფურცელი, ასევე შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცელი. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს. საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რომელი სტუდენტების სტიპენდია გახდება შემოდგომის სემესტრიდან 1 000 ლარი – თბილისის მერიის გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 364 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 423 ლარია – საქსტატის მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
დაიშვებით თუ არა გამოცდაზე, თუკი საგამოცდო ბარათი ან პირადობა არ გექნებათ – NAEC-ის დირექტორის განმარტება აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება