GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ხუთი წლის საიუბილეო საღამო გამართა

2016 წლის 4 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ხუთი წლის საიუბილეო საღამო ჩაატარა, სადაც მონაწილეობას იღებდა გორის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი.

უნივერსიტეტის ცნობით, მოწვეული იყვნენ ანსამბლი „ჩუქურთმა“ თამაზ ტატიშვილის ხელძღვანელობით და ანსამბლი „ქართლი“ ნოდარ მაისურაძის ხელმძღვანელობით. ასევე მოწვეული იყო ღონისძიების წამყვანი ზაზა ალექსიძე, ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მიხეილ წითელაშვილი.

საღამოს შესრულდა 14 ნომერი (ძველი თბილისის სურათები, ოსური, ქართლის დედა, მთიულური, აფხაზური, კავკასიური პოპური, ნაბდური, სვანური, ჯუთა, ყაზბეგური, ჩეჩნური, სნო, პოპური, დავლური). ღონისძიება დასრულდა ანსამბლის ხელმძღვანელების მიერ შესრულებული ნომრით (დავლური).

საღამოს ესწრებოდნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იოსებ ალიმბარაშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური