GE

გორის უნივერსიტეტში ერასმუს +-ის 2023 წლის კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 28 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ერასმუს +-ს 2023 წლის კონკურსში დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია ორი ახალი პროექტის შესახებ, სადაც სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია, როგორც პარტნიორი ინსტიტუცია, ა) „უმაღლესი განათლების ხელახალი განსაზღვრა ციფრულ კონტექსტში და საერთო ინკლუზიური და მწვანე სტრუქტურის ინტეგრირება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და პოლიტიკის რეკომენდაციებზე დაყრდნობით“ (პროექტის #: 101128509 — RE-DIRECTION — ERASMUS-EDU-2023-CBHE) და ბ) „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალისტები“ (პროექტის #: 101125355 — RiHEI — ERASMUS-EDU-2023-CBHE).

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ასევე, ადმინისტრაციული და დახმარე პერსონალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური