გორის სახელმწიფო უნვიერსიტეტში ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“ პრეზენტაცია გაიმართა
მიმდინარე წლის 3 აპრილს გორის სახელმწიფო უნვიერსიტეტში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“ პრეზენტაცია.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბატონ თორნიკე ჭეიშვილს სტუმრობისთვის და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პროექტის მნიშვნელობას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა ახალგაზრდული პლატფორმის მნიშვნელობაზე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი იურისტებისთვის საკუთარ პროფესიასთან უშუალო შეხების საჭიროებაზე.
სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზიდიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული კლუბის პროექტი სტუდენტებს გააცნო იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენის წარმომადგენელმა, ბატონმა გრიგოლ წაქაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი