GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „კსუ“ წლის აღმოჩენა გახდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „კსუ“ წლის აღმოჩენა გახდა.

იუმორისტული ნომრის მეორე ტური 25 მაისს ქალაქ გორის კულტურის ცენტრში გაიმართა.
მეორე ტურში ერთმანეთს შვიდი უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდა და სამი ნომინაციის მფლობელი გამოვლინდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაყურებლის წინაშე ცხრაკაციანი გუნდით წარდგა და წლის აღმოჩენის ტიტული მოიპოვა.

იუმორისტული ნომრის მეორე ტურის შედეგები ასე გამოიყურება:

  • I ადგილი
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ჟიურის სიმპათია:
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • წლის აღმოჩენა:
    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

„სტუდენტური დღეები 2016-ის“ დასკვნითი ღონისძიება 17 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება და აღნიშნული ტურის გამარჯვებული გუნდები მაყურებლის წინაშე წარდგებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური