GE

„მედიაპროპაგანდა – ისტორიული რაკურსი და თანამედროვეობა“ – სამეცნიერო სემინარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი „მედიაპროპაგანდა – ისტორიული რაკურსი და თანამედროვეობა“ გაიმართა.

12106816_948412425228728_2814092161175200071_nკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სემინარის მიზნები მრავალგვარი იყო: საქართველოში ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა; უმაღლეს სკოლებს შორის სამეცნიერო კავშირების ფორმირება, ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება; სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება: ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის კონტაქტების დაყარება; უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი და სემინარის ორგანიზატორი ნინო ჭალაგანიძე Aris.ge – განათლებასთან მედიაპროპაგანდის აქტუალობაზე საუბრობს:

IMG_3902„ამ სემინარების ორგანიზატორები ვართ 2 უნივერსიტეტი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს სხვა უმაღლესი სკოლებიდანაც გვყავს წარმომადგენლები. სასიამოვნოა მათი ჩართულობა და ინტერესი ამ საქმეში. ჩვენ დღეს ერთი თემის ირგვლივ ვმუშაობთ. მედიაპროპაგანდა – ისტორიული რაკურსი და თანამედროვეობა, რომელიც დღეს აქტუალური თემაა. განსაკუთრებით აქტუალურია შეფარული პროპაგანდა, ფარული რეკლამა, ცნობიერებით მანიპულირების თემა მსოფლიოშიც საკმაოდ საინტერესო საკითხია“, – აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.

სამეცნიერო სემინარში მონაწილეობას იღებდა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი, რომელმაც მედიაპროპაგანდისგან თავის დაღწევის ლოკალურ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება.

IMG_3916„პროპაგანდა მიუხედავად იმისა, რომ ნაწილს ეგონა, წარულს ჩაბარდა, დღესაც გამოიყენება არაერთი მედიასაშუალებების მიერ. ასეთი პრობლემა დგას პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებითად. მე ჩემს მოხსენებაში ყურადღებას ვამახვილებ პროპაგანდასთან გამკლავების ახალ მიდგომებზე. ეს არის ლოკალური მიდგომები. ამ როლს ჰქვია პატარა ამბების ჟურნალისტიკა. როდესაც ჩვენ ხალხს ვუყვებით უშუალოდ იმ ამბებს, რომლებიც მათ უკავშიირდებათ. ისინი ასეთ დროს წყდებიან იმ დიდ ამბებს, რომელიც უფრო მსოფლიოსა და ქვეყნებს შორის ამბებს ეხება. ეს, გარკვეულწილად, მათ აარიდებს პროპაგანდას. ჩვენ გვჭირდება ლოკალური მედიის განვითარება, რომ ადამიანებმა მიიღონ ძალიან სანდო და საჭირო ინფორმაცია. ინფორმაცია, რომელიც მათ უშუალოდ უკავშირდება. ადამიანები ყოველთვის ინტერესდებიან იმით, რაც მათ უკავშირდებათ და ამ ამბების მიწოდება აზღვევთ მათ პროპაგანდისგან, მათზე გავლენის მოხდენისგან“, – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

IMG_3925კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა დავით ძიძიშვილმა გააანალიზა რუსულ და უკრაინულ მედიაში მომხდარი, განსაკუთრებით კი უკრაინის მოვლენები. მისი მოხსენება ეხებოდა მედიის როლს ჰიბრიდულ ომში.

„მოგეხსენებათ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში აქტუალურია ჰიბრიდული ომის თემა. განსაკუთრებით ეს ყველაფერი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო მოქმედებები უკრაინაში. სწორედ ამას ეხება ჩემი თემა. ესაა დაკვირვება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. როგორ იყენებს რუსეთის ხელისუფლება ჰიბრიდული ომში მედიას.
შედეგები კი ასეთია. ტოტალური რეჟიმის პირობებში, რუსეთში მედია იქცევა ტვინის რეცხვის იარაღად. ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება პროპაგანდა. ესაა რუსეთის შიდა აუდიტორია, რომელზეც ხდება აქტიური მედიაზემოქმედება და საერთაშორისო აუდიტორია პლუს უკრაინის მოსახლეობა და მათზე ახდენს საინფორმაციო ზემოქმედებას. მთავარი საფრთხე რაც გამოიკვეთა ისაა, რომ დემოკრატიული ქვეყნები ვერ ახერხებენ მოდიფიცირებას ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც არის ტოტალიტარული რეჟიმებისგან მომდინარე მედიაპროპაგანდა. რაც შეეხება ქართული მედიაგარემოს, ის საკმაოდ პლურალისტულია, რაც ძალიან კარგია. თუმცა კარგი იქნება მაქსიმალურად თუ დაიცავს ქართული მედია სტანდარტებს, რადგან ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაცული იყოს მედიაპროპაგანდისგან“, – განაცხადა დავით ძიძიშვილმა.

როგორც სამეცნიერო სემინარის ორგანიზატორმა ნინო ჭალაგანიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება და მსგავსი შეხვედრების ჩატარებას უფრო მასშტაბური სახე მიეცემა.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური