საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება
მიმდინარე წლის 18 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“.
მეორე დღის ღონისძიებები გახსნა გორის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებულმა ანსამბლმა „გორი“. ქორეოგრაფი გიორგი საძაგლიშვილი, ანსამბლის ხელმძღვანელი – დავით დარბაიძე.
პირველ მასტერკლასს უძღვებოდა პოლონელი ხელოვანი, თეატრმცოდნე, რეჟისორი იაროსლავ სიეკოვსკი, თემით „ხელოვნება, რომელიც კვეთს საზღვრებს“. ბატონ იაროსლავს განხორციელებული აქვს პროექტები პოლონეთში, კუბაში, ლიბანში, პალესტინაში, ირლანდიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უკრაინაში, თურქეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, საქართველოსა და გერმანიაში. დღევანდელ პრეზენტაციაზე ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ. შთამბეჭდავია მისი საერთაშორისო ჯილდოები: Fringe First, Critics Award, Hamada Award, Herald Archangel at Edinburgh Fringe Festival. ასევე, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის მედალი “Gloria Artis”.
ფესტივალის შემდეგი მონაწილე გახლდათ მანუჩარ ბენდელიანი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, მისი გამოსვლის თემა იყო – წარსული, როგორც ვიზუალური გამოცდილება. ბატონმა მანუჩარმა აუდიტორიას გააცნო საკუთარი შემოქმედება და ისაუბრა ინსპირანციებისა და ტექნიკის შესახებ, რომელიც მის შემოქმედებას თვითმყოფადობას სძენს. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ფესტივალის მეორე დღის დასასრულს წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და ნოველისტის მერაბ ჩხაიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჟუბიეს ერთი დღე”. ემოციური ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ისაუბრა ფილმის შექმნის ისტორიისა და მთავრი როლის შემსრულებლის შესახებ.
დღის ბოლოს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა შეაჯამა ფესტივალის მეორე დღე და მონაწილეებს გადასცა სამსახსოვრო საჩუქრები.
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი