კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია „ბაგრატიონი 1882-ს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
8 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ცქრიალა ღვინოების მწარმოებელ კომპანია სს „ბაგრატიონი 1882-ს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ერთობლივ ღონისძიებებს, პროექტებსა და კვლევებს ითვალისწინებს. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასა და სტუდენტურ პრაქტიკებზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ და სს „ბაგრატიონი 1882-ის“ კომერციულმა დირექტორმა, მაია ჩიქვანიამ მოაწერეს.
მასპინძელთა შორის იყვნენ, ასევე, კომპანიის გენერალური დირექტორი ნინო დურგლიშვილი, ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა გიგაური, ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი ნინო გეჯაძე და მეღვინე მიხეილ კანდელაკი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული).
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი