GRUNI-სა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია გაიმართება
2024 წლის 5 – 10 აგვისტოს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვევიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, 9-10 აგვისტოს კი ბათუმში გაიმართება პირველი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია “ღვინის დივერსიფიკაცია და გლობალური ექსპორტი”.
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონფერენცია ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება უფასო. კონფერენციის ფარგლებში მიღებული სტატიები კი, შერჩევისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, გამოქვეყნდება გრუნის ყოველწლიურ, რეფერირებად ჟურნალში – „აკადემიური მაცნე”.
სამუშაო ენა – ინგლისური
კონფერენციის აბსტრაქტის წარმოსადგენად, 25 ივლისის ჩათვლით, აღნიშნულ ბმულზე საჭიროა რეგისტრაცია და აბსტრაქტის ატვირთვა – სარეგისტრაციო ბმული
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: (პოსტერზე გადასვლა)
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (აშშ) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის თებერვალში გაფორმდა და მიზნად ისახავს კვლევითი პროექტების განხორციელებას.
-
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში საერთაშორისო კონფერენცია GLOBETS 2025 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-სა და კომპანია „როვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი