,,ნაეკი” საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოთხოვნებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
,,გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებზე პასუხს მოსწავლეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრისაგან უახლოეს დღეებში მიიღებენ. განცხადებათა უმეტესობა (98%) ქულის მომატების/”დამრგვალების”, ასევე გამოცდის გადაბარების თხოვნაა, ან ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
როცა მოსწავლე ვერც ერთ კითხვას ვერ გასცემს სწორ პასუხს, 5.0 ქულას მაინც მიიღებს (შეფასება 5.0-დან იწყება), ზღვრის დასაძლევად მას მხოლოდ 5.5 ქულის მიღება სჭირდება, რაც სიმბოლური ბარიერია. ამ ქულის მიღება დაახლოებით 15 უმარტივეს კითხვაზე სწორი პასუხითაა შესაძლებელი. ბარიერის თუნდაც მინიმალურად დაწევა გამოცდის გაუქმების ტოლფასი იქნება, რადგან სისტემა მინიმალურ კომპეტენციასაც ვეღარ შეამოწმებს.
რაც შეეხება ინტერნეტის სიჩქარეს, რომელსაც მოსწავლეები შეფერხებას, ხარვეზს ან ე. წ. “გაჭედვას” უწოდებენ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ტესტის დავალების ეკრანზე მიღება ან პასუხის დაფიქსირება ინტერნეტის სიჩქარის გამო მხოლოდ რამდენიმე წამით შეიძლება შეყოვნდეს. აღნიშნული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ არც საგამოცდო დროზე და, მით უმეტეს, არც შედეგზე არანაირად არ აისახება.
მოსწავლეები, რომლებმაც 2016 წლის მაისში რომელიმე საგანში ვერ დაძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ამ კონკრეტული გამოცდის ჩაბარებას ერთი წლის შემდეგ შეძლებენ – ეს ინფორმაცია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის თავიდანვე ცნობილია ხოლმე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
-
„ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე თითო ქულა გაკლდებათ“ – როგორ შემოწმდება აბიტურიენტის რედაქტირების დავალება by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 29 მარტი, 2025
-
როგორ გავუმკლავდეთ სასწავლო სტრესს – სტრატეგიები აბიტურიენტებისთვის და არამხოლოდ by განათლებული ბლოგი 26 მარტი, 2025
-
რომელ აბიტურიენტებს აქვთ NAEC-ში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება – ვადები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 25 მარტი, 2025