კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ დეტალურ სფეროს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი დაემატა.
კერძოდ, ცალკე სპეციალობებად გამოიყო და შესაბამისი კოდები მიენიჭა ისეთ საგნებს/მიმართულებებს, როგორებიცაა: კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება, Blockchain დეველოპმენტი… ეს კი ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებს აქვთ უფლება, შექმნან კონკრეტულად ამ მიმართულების ცალკე სასწავლო პროგრამები და თავიანთ კურსდამთავრებულებს ოფიციალურად მიანიჭონ სწორედ ამ პროფესიის დამადასტურებელი დიპლომები – კვალიფიკაციები.
“ა) „მენეჯმენტი და ადმინისტრირება Management and Administration“ (კოდი – 0413) მესამე სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:
„0413.3.6 კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა Crypto Trading and Blockchain Technology Operations“;
ბ) „მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება Database and Network Design and Administration“ (კოდი – 0612) მესამე სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:
ბ.ა) „0612.3.7 კიბერ ინციდენტებზე რეაგირება Cyber Incident Response“;
ბ.ბ) „0612.3.8 Cloud ინფრასტრუქტურისა და სერვისების ადმინისტრირება Cloud Infrastructure and Services Administration“;
გ) „პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი Software and Applications Development and Analysis“ (კოდი – 0613) მესამე სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:
„0613.3.4 Blockchain დეველოპმენტი Blockchain Development“ – წერია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 8 ოქტომბერს ხელმოწერილ ბრძანებაში.
ადრე ეს საგნები ან თემები ზოგადი კომპიუტერული მეცნიერებების, IT-ის ან ბიზნესის ადმინისტრირების ფარგლებში ისწავლებოდა, თუმცა ცალკე სპეციალობად და დიპლომის კვალიფიკაციად გამოყოფილი არ იყო.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: გივი მიქანაძის ბრძანება
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება