GE

რა უნდა იცოდნენ უცხოეთში სწავლის მსურველმა ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა

10 რჩევა HR საკონსულტაციო ფირმის “Mind The Gap” პროექტების მენეჯერისგან,  მათთვის, ვისაც სურს უცხოეთში სწავლა:

  1. TOEFL და GMAT

უპირველესი, რაც უნდა ჰქონდეს აბიტურიენტს, რომელიც აბარებს ბიზნეს სკოლაში, არის TOEFL სერტიფიკატი. გამოცდებისთვის აუცილებელია სათანადო მომზადება. გარდა ინგლისური ენის ცოდნისა, საჭიროა მრავალი ნიუანსის გათვალისწინება. უნდა იცოდეთ, როგორ შეასრულოთ ესა თუ ის ტესტი, დავალება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა არის GMAT – სერტიფიკატი გამოადგებათ მათ, ვისაც სურს შეისწავლოს მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა. განსაკუთრებით მაღალი ქულები მოითხოვება ფინანსური და ეკონომიკის ფაკულტეტებისათვის.

  1. სამუშაო გამოცდილება

დასავლეთ ევროპაში მრავალი კომპანია არ რთავს ნებას სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება უნივერსიტეტის გარკვეული კურსის დამთავრებამდე, ამიტომაც ახალგაზრდებს არ აქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება. მთავარი რჩევაა: თუ გყავთ მოზარდი შვილი, მაქსიმალურად დაიწყოს სტაჟირებებზე სიარული, იმუშაოს დროებით სამუშაოებზე.

  1. უცხო ენები

ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობა არაა, ეს არის ყველაზე basic. ესპანელები, მაგალითად, ინგლისურის გარდა საუბრობენ ფრანგულად, ფრანგები  – ესპანურად, გერმანულად. ისინი სწავლობენ უცხო ენებს, ხშირად საუბრობენ 4-5 უცხო ენაზე. ამიტომაც რჩევა: საფუძვლიანად შეისწავლეთ ინგლისური და დაიწყეთ კიდევ ერთი უცხო ენის სწავლა.

  1. ქეისების ამოხსნის შესაძლებლობა

მოსწავლეებს, რომლებიც მხოლოდ იზეპირებენ მასალას, არ შეუძლიათ ქეისების ამოხსნა. ეს არის უდიდესი პრობლემა! რადგანაც ევროპულ უნივერსიტეტში ჩაბარებისას, ან სამსახურში გასაუბრებაზე მოგცემენ ამა თუ იმ ქეისს ამოსახსნელად. მნიშვნელობა არ აქვს იცით თუ არა თემა, უნდა შეგეძლოთ ლავირება, დავალებების ლოგიკურად ამოხსნა და ყველაზე მთავარი – უნდა იყოთ ამისთვის მზად.

  1. გუნდური მუშაობა

როგორც სტატიის ავტორი ამბობს, ბიზნეს სკოლა ESADE-ში სწავლისას დამოუკიდებლად მან მხოლოდ ორი პროექტი განახორციელა. დანარჩენი სრულდებოდა გუნდურად. ამასთან, ხშირად მუშაობ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ განსხვავებულ კულტურებს, ამიტომ ახალგაზრდისთვის, რომელიც ირჩევს საზღვარგარეთ სწავლას, მეტად აუცილებელია გუნდურად მუშაობის ცოდნა. ამისათვის გუნდური სპორტი ან სხვა წრეები შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა.

  1. საცდელი „რეპეტიცია“

იქამდე, სანამ საბოლოოდ გადაწყდება თუ რომელ ქვეყანაში ისწავლით, სასურველია დროის გარკვეული პერიოდი იცხოვროთ იქ. ევროპელ სტუდენტებს შორის საკმაოდ პოპულარულია ისეთი პროგრამები, როდესაც მიდიხარ კონკრეტულ ოჯახში (ეხმარები საყიდლებზე და უვლი ბავშვებს). ამ პროგრამების დადებითი მხარე არის ის, რომ ეცნობი ქვეყნის კულტურას, გაესაუბრები ადგილობრივებს თავიანთ ენაზე, რითაც უმჯობესდება შენი უცხო ენის ცოდნა.

  1. ორმაგი დიპლომი

უნივერსიტეტის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ აქვს თუ არა მას გაცვლითი პროგრამა. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ორმაგი დიპლომი.

  1. პროფესიული ფორუმები

ყველა უნივერსიტეტი აწყობს work fairs – შეხვედრა კომპანიებთან, სადაც შეგიძლია გადასცე დამსაქმებელს შენი რეზიუმე. საჭიროა, შეეცადოთ, რომ გაესაუბროთ კომპანიის წარმომადგენლებს, რადგანაც, ხშირად ეს სწორედ ის ხალხია, ვინც იღებს სტუდენტის სამსახურში აყვანის გადაწყვეტილებას.

  1. Be visible

უნდა იყოთ შესამჩნევი! მთავარია – გაიგოთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, თქვენი მომავალი თქვენს ხელთაა და არავის არ შეუძლია დაგეხმაროთ საკუთარი თავის გარდა. ამიტომაც უნდა გაიზარდოთ, განვითარდეთ, ეკონტაქტოთ ხალხს, გაუზიაროთ გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში და იყოთ აქტიურები ყველაფერში.

  1. ოჯახის მხარდაჭერა

და ყველაზე მთავარი, თუ ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ, უმნიშვნელოვანესია ოჯახის მხარდაჭერა და დახმარება, რადგანაც იმის შეგრძნება და გაანალიზება, რომ  არ ხარ შინ – ძალიან რთულია.

წყარო: http://womo.com

მოამზადა: ამირან ზანგალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური