GE

რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და რამდენი ადგილია თითოეულზე – ,,ნაეკის“ პასუხები

როგოც უკვე ცნობილია, 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც შეეხება მისაღებ ადგილებს, წელს 44 600-ზე მეტი ადგილია. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ განუცხადა.

,,საგნების მიხედვით განაცხადებს რაც შეეხება მონაცემები ასეთია:

გეოგრაფიის ჩაბარების სურვილი 12 800მა აბიტურიენტმა გამოთქვა,

ისტორიის ჩაბარების სურვილი 12 600 – მა აბიტურიენტმა გამოთქვა,

მათემატიკის ჩაბარების სურვილი 11 000-მა აბიტურიენტმა გამოთქვა,

ლიტერატურის ჩაბარების სურვილი 6000-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა,

ბიოლოგიის ჩაბარების სურვილი 3500-მდე აბიბტურიენტმა გამოთქვა,

ქიმიის ჩაბარების სურვილი 1500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა

ტრადიციულად უფრთხიან აბიტურიენტები ფიზიკას –  ამ საგანზე განაცხადი 550-მდე აბიტურიენტმა გააკეთა. სპეციფიურობიდან გამომდინარე 250-ს არ აღემატება მათი რიცხვი ვინც არჩევით საგნად ხელოვნება აირჩია. სამოქალაქო განათლება, კი, რაც წლევანდელი წლის სიახლეა 600-მდე აბიტურიენტმა აირჩია“,- განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე ინფორმაციით, წლიდან წლამდე იზრდება იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომელთან უცხო ენად ინგლისური ენის ჩაბარები სურვილი აქვთ. თუ 2005 წელს ინგლისურ ენას 18 ათასი აბიტურიენტი აბარებდა წელს განაცხადი 29-ათასზე მეტმა გააკეთა. ეს თითქმის აბიტურიენტების ¾ –ია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ციფრები გამოცდების დაწყებამდე აუცილებლად შეიცვლება.

,,პირველ რიგში ციფრები დამოკიდებულია გამოსაშვებ გამოცდებზე, ვინც ვერ გადალახავს გამოცდებს და ვერ მიიღებს ატესტატს,  გამოეთიშება მისაღებ გამოცდებს,  ეს გარკვეულ ცვლილებებს აუცილებლად გამოიწვევს. გარდა ამისა, გამოცდებამდე პირადი განცხადებების საფუძველზეც ხდება არჩევითი საგნის შეცვლაც. მართალია ასეთი შემთხვევა ბევრი არ არის, თუმცა წლიდან წლამდე მაინც ხდება,“– დასძინა მინდაძემ.

შეფასებისა და გამომცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად წელს არჩევით საგნებზე ადგილების რაოდენობა ასე გამოიყურება:

გეოგრაფია – 8103 ადგილი, ისტორია – 10700 ადგილი, მათემატიკა – 11337 ადგილი, ლიტერატურა – 4577 ადგილი, ბიოლოგია – 3421 ადგილი, ქიმია – 2900 ადგილი, სამოქალაქო განათლება – 1227 ადგილი, ფიზიკა- 1700 ადგილი, ხელოვნება – 535 ადგილი.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური