საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აწსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ

2017 წლის 15 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აწსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ფილოსოფიის, სოციალური მეცნიერებების კვლევისა და სწავლების განვითარებაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც აწსუ-ში იგეგმება ვორქშოფები და სემინარები. პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები ლექციებს მოისმენენ დემოკრატიის პრინციპებზე და ადამიანის უფლებებზე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაში იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად აწსუ-ის რექტორი გიორგი ღავთაძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი ესწრებოდნენ.
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი APAIE 2025-ზე by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 მარტი, 2025
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 მარტი, 2025
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 19 მარტი, 2025