სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესზე მუშაობა სრულდება
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესზე მუშაობა უკვე სრულდება.
ამის შესახებ Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.
სანიკიძის თქმით, მთავრობის დღევანდელ ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე გრიფირების იმ კომპონენტებს განიხილავს, რომელიც უშუალოდ ეკონომიკას და ბიზნესს უკავშირდება.
„დღეს ის კომპონენტები უნდა გავიაროთ, რაც დაკავშირებულია ეკონომიკასთან და ბიზნესთან, ანუ უშუალოდ გამომცემლებთან. ამის შემდეგ კი შევძლებ უფრო კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა გრიფირების ახალ წესზე მუშაობა უკვე სრულდება და გაზაფხულის ბოლოს გამომცემლებისთვის ტენდერი გამოცხადდება“,-განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი სტანდარტის შემოღების შესახებ Aris.ge-განათლებას გასული წლის ნოემბრის თვეში მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესაუბრა, რომელის აცხადებდა, რომ ახალი სტანდარტი 2015 წლის იანვრის ბოლოს უკვე დამტკიცდებოდა.
გრიფირებული სახელმძღვანელო წარმოადგენს სასკოლო საგანმანათლებლო რესურსის ერთ-ერთ ნაირსახეობას, რომელსაც სპეციალური წესების დაცვით არჩევს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულება და ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს – „გრიფს“. გრიფის მინიჭებით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ სასწავლო რესურსთან შედარებით, რაც უკავშირდება სწავლებისას მის ძირითად და სავალდებულო მასალად გამოყენებას. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით გაძლიერებული სწავლებისას.
ეკა არის© წივწივაძე
-
„ახალი სასკოლო წიგნების სარჩევი მაინც გამოაქვეყნეთ!“ – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს მე-5, მე-7 და მე-10 კლასების პროგრამის გასაიდუმლოებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა შედეგები და სწორი პასუხები მასწავლებლის გამოცდების ზოგიერთ საგანში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
„ფაკულტეტების და უნივერსიტეტების შეცვლა როდემდე შემიძლია და როდის იქნება აპელაციის შედეგები?“ – პასუხი აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება