სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი სტანდარტი იანვრის ბოლომდე დამტკიცდება
სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი სტანდარტი 2015 წლის იანვრის ბოლომდე დამტკიცდება.
ამის შესახებ Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაურმა განუცხადა.
მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ დღეს არსებულ სახელმძღვანელოებში ბევრი ხარვეზია. აღნიშნულის მიზეზად კი ის მცირე დრო სახელდება, რა პერიოდშიც სახელმძღვანელოები მომზადდა.
“გრიფი უნდა შეიცვალოს, მოვიდეს ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 1-6 კლასის სახელმძღვანელოების რევიზია. განხილვების დასრულების შემდეგ გრიფირება გამოცხადდება. მაგრამ მანამდე დასამტკიცებელია გრაფირების ახალი წესი, რომლის ჩარჩო-დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. ველოდებით საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს. რათა განხილვის პროცესში მათი რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ. დაახლოებით იანვრის ბოლომდე უკვე დამტკიცებული უნდა გვქონდეს,”- განაცხადა ლია გიგაურმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამომცემლებთან და ავტორებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
“ეს იქნება ძალიან ღია პროცესი. ამიტომ, როცა გამოცხადდება სახელმძღვანელოებზე კონკურსი, მასში ჩართვისა და მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება”,-აღნიშნა ლია გიგაურმა.
ეკა არის© წივწივაძე
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება