GE

სტუ-ში ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლა დაარსდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სენატის დადგენილების თანახმად (სენატის 2014 წლის 15 ოქტომბრის #62 სხდომის დადგენილება #10), ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლა დაარსდა.

უნივერსიტეტის ინფომრაციით, სკოლის მიზნებია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ხელისუფლებასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის და თანამშრომლობის განვითარებას; ხელისუფლების მმართველობითი საქმიანობის დაგეგმვაში სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების, ინოვაციური პოგრამებისა და პროექტების მაქსიმალურად გათვალისწინებას; პერსპექტიული სახელმწიფო მოხელეების დოქტორანტურაში სწავლების პროცესის ადმინისტრირებას; ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდას ქვეყანის წინაშე მდგარი სოციალურ – ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაში.

სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური