რას კითხულობენ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში ლიტერატურის გაკვეთილზე
საქართველოში ნებისმიერი სკოლადამთავრებული შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს“ იცნობს. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი ამა თუ იმ ეპიზოდის ციტირებასაც შეძლებს. საინტერესოა, რას კითხულობენ სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? სპეციალისტებმა შეისწავლეს სასკოლო პროგრამები და გთავაზობთ ჩამონათვალს, რომლის წყალობითაც თქვენ საზღვარგარეთის სკოლებზე მეტს გაიგებთ და თან რამდენიმე ახალ სახელსაც აღმოაჩენთ.
საფრანგეთი
საფრანგეთში, ისევე როგორც უმრავლეს ქვეყნებში ცალკე ლიტერატურის გაკვეთილი არ არის, მოსწავლეები მშობლიური ენის გაკვეთილზე კითხულობენ. არ არსებობს მკაცრად გაწერილი სასკოლო პროგრამა. არის რეკომენდირებული ლიტერატურის სია, კონკრეტული ნაწარმოების არჩევის შესაძლებლობა კი მასწავლებელს ან თვითონ ბავშვებს ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ფრანგული კლასკა აუცილებელი თანმიმდევრობით იკითხება, მაგალითად:
- ,,საბრალონი“ – ვიქტორ ჰიუგო
- ,,მოჩვენებითი ავადმყოფი“ – ჟან-ბატისტ მოლიერი
- ,,ჟერმინალი“ – ემილ ზოლა
- ,,პატარა უფლისწული“ – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
- ,,მადამ ბოვარი“ – გუსტავ ფლობერი
ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც საფრანგეთში ერთიანი სასკოლო პროგრამა არ არსებობს. თუმცა ზოგიერთ მწერალსა და ნაწარმოებს ნებიმიერი ამერიკელი მოსწავლე იცნობს. გთავაზობთ 5 ყველაზე პოპულარულ წიგნს:
- ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰარპერ ლი
- ,,ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ – მარკ ტვენი
- ,,ბუზთა ბატონი“ – უილიამ გოლდინგი
- ,,დიდი გეტსბი“ – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
- ,,მეწამული სიმბოლო“ – ნათანიელ ჰოთორნი
დიდი ბრიტანეთი
გაერთიანებულ სამეფოში სასკოლო პროგრამაში ყველაფერი მარტივადაა: მის საფუძველს ინგლისური კლასიკური ნაწარმოებები წარმოადგენენ, რომელთაც თავის მხრივ მსოფლიო ლიტერატურის სიაში წამყვანი ადგილი უჭირავთ. სწორედ ამიტომ მოცემული ჩამონათვალი ნებისმიერი ადამიანისთვის ნაცნობი და საყვარელიც იქნება. და აი ისიც:
- ,,დიდი იმედები“ – ჩარლზ დიკენსი
- ,,სიამაყე და ცრურწმენა“ – ჯეინ ოსტინი
- ,,თაგვებსა და ადამიანებზე“ – ჯონ სტეინბეკი
- ,,ფრანკინშტეინი“ – მერი შელი
- ,,ჯეინ ეარი“ – შარლოტა ბრონტე
- ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ – ჯოან როლინგი
ნიდერლანდები
სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, ნიდერლანდელ სკოლის მოსწავლეებს კლასიკური ლიტერატურის კითხვას არ აძალებენ. რეკომენდირებული ლიტერატურის სიის ნახევარზე მეტი თანამედროვე ევროპელი და ჰოლანდიელი ავტორების ნაწარმოებებისგან შედგება. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:
- ,,ბინდი“ – სტეფანი მეიერი
- ,,შიმშილის თამაშები“ – სიუზენ კოლლინზი
- ,,მეორე შანსი“ – ფილიპ პოცო დი ბორგო (ამ წიგნის სიუჟეტი საფუძვლად პოპულარულ ფილმს ,,1+1: ხელშეუხებელნი“ დაედო)
- ,,ანა ფრანკის დღიური“
- ,,ქება სისულელისა“ – დესიდერიუს ერასმუს როტერდამუს
გერმანია
გერმანიაში მოსწავლეების ლიტერატურული განათლების საკითხი ყველა ფედერალურ ოლქში ცალ-ცალკე განიხილება. თუმცა, რეკომენდირებული ლიტერატურის სიაში საერთო პუნქტები რათქმაუნდა არსებობს, უპირველეს ყოვლისა ეს არის გერმანელი ავტორებისა და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოებები. მაგალითად:
- ,,ნათან ბრძენი“ – გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი
- ,,ფაუსტი“ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
- ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ – ერიხ მარია რემარკი
- ,,მოხუცი და ზღვა“ – ერნესტ ჰემინგუეი
- ,,მოტამორფოზა“ – ფრანც კაფკა
თურქეთი
ნაციონალური ჰიმნი არის პირველი და მთავარი ტექსტი, რომელიც უკლებლივ ყველა თურქმა მოსწავლემ უნდა იცოდეს. აქ მას ყოველ დღე გაკვეთილების დაწყებამდე მღერიან და ის ყველა სახელმძღვანელოშია დაბეჭდილი. ლიტერატურის გაკვეთილზე კი მოსწავლეები უპირველეს ყოვლისა მშობლიურ და მეზობელი ქვეყნების ნაწარმოებებს ეცნობიან. თურქი მოსწავლეები კითხულობენ:
- ზღაპარი ,,ასლი და ქერემი“
- დივანის პოეზია
- ,,წიგნი მოგზაურობათა“ – ევლია ჩელები
- ,,ხიდი დრინზე“ – ივო ანდრიჩი
- ,,თეთრი გემი“ – ჩინგიზ აიტმატოვი
ჩინეთი
ჩინური ლიტერატურის საფუძველს 4 კლასიკური რომანი წარმოადგენს. უკლებლივ ყველა მოსწავლე მათ აუცილებლად უნდა გაეცნოს. გარდა ამისა, ლიტერატურის გაკვეთილზე ჩინელი მოსწაავლეების ისეთ ნაკლებად ცნობილ ჟანრებს ეცნობიან, როგორიცაა: იუანური დრამა, ტანური პოეზია, ისტორიული ქრონიკები და დინასტიური ისტორიები. გთავაზობთ რეკომენდირებული ლიტერატურის რამდენიმე მაგალითს:
- კლასიკური რომანები ,,სამი სამეფო“, ,,სიზმარი წითელ კოშკში“ და ,,მოგზაურობა დასავლეში“
- ლი ბოს, დუ ფუსა და ბო ცზიუის პოეზია
- ,,როგორ იწრთობოდა ფოლადი“ – ნიკოლოზ ოსტროვსკი
კოლუმბია
ლათინურმა ამერიკამ მსოფლიოს მაგიური რეალიზმის შესანიშნავი ჟანრი და ბრწყინვალე ავტორების მთელი პლეადა აჩუქა. ლიტერატურის გაკვეთილებზე წასაკითხი სიის დიდ ნაწილს სწორედ მათი ნაწარმოებები იკავებენ. დამამთავრებელ კლასებში კი მსოფლიოს კლასიკური ნაწარმოებები იკითხება. გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომელიც ყველა კოლუმბიელმა მოსწავლემ უნდა წაიკითხოს:
- ,,მარტოობის 100 წელი“ – გაბრიელ გარსია მარკესი
- ,,მორცხვი გმირი“ – მარიო ვარგას ლოისა
- პაბლო ნერუდას ლექსები
- ,,დონ კიხოტი“ – მიგელ დე სერვანტესი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ჰოლანდიის ისტორიული კავშირი ადგილობრივი სკოლების ლიტერატურის პროგრამაზეც აისახა. აქ მოსწავლეები კლასიკას მცირე რაოდენობით კითხულობენ. ყურადღება თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებზეა გამახვილებული. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სკოლებში ეცნობიან როგორც აფრიკელი, ისე ამერიკელი, ევროპელი და ავსტრალიელ მწერლებს. ფინალური ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ:
- ,,რომეო და ჯულიეტა“ – უილიამ შექსპირი
- ,,ბუზთა ბატონი“ – უილიამ გოლდინგი
- ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰარპერ ლი
- ,,უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება“ – ჯეიმს ტერბილი
5 აპლიკაცია, რომლებიც ყველა მასწავლებლის მობილურში უნდა იყოს
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: adme.ru