5 აპლიკაცია, რომლებიც ყველა მასწავლებლის მობილურში უნდა იყოს
თქვენს ანდროიდში ან აიფონში ამ აპლიკაციების ჩამოტვირთვა კლასში ბავშვებთან მუშაობას გაგიმარტივებთ:
ExamTime
ამ პროგრამის დახმარებით მასწავლებელს შეუძლია სასწავლო მასალის გაზიარება, ჯგუფური პროექტების განხორციელება და დებატების ორგანიზება. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია ტესტების შედგენაც. პროგრამა მოტივაციას უზრდის და კონცენტრირებაში ეხმარება მოსწავლეებს.
ClassDojo
ეს აპლიკაცია მოსწავლეების ყოფა-ქცევის აღწერის საშუალებას გაძლევთ და თავადვე გამოთვლის, როგორ იცვლება მათი ქცევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში
Teachers Assistant Pro 2
ამ პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ინფორმაცია მოსწავლეების გაცდენების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და მათი ოჯახის წევრების შესახებ. პროგრამის მეშვეობით ბავშვების ყოფა-ქცევის ტრანსფორმაციაზე დაკვირვებაცაა შესაძლებელი.
Podcast
აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია აუდიოგაკვეთილების ატვირთვა, რომელთა მოსმენაც მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
remind 101
პროგრამა, რომელიც სპეციალურად პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი, საშუალებას იძლევა განცხადებები და შენიშვნები გაუგზავნოთ, როგორც სტუდენტებს, ასევე მშობლებს. ამ აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში ადრესატისთვის თქვენი მობილურის ნომერი უცნობი დარჩება.
აპლიკაციები მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი წერის გასავითარებლად
აპლიკაცია მშობლებისთვის, რომლის საშუალებითაც ვხედავთ როდის და რისთვის იყენებს შვილი ინტერნეტს
Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: edsys.in