GE

როგორ შევქმნათ პოზიტიური გარემო საკლასო ოთახში

კვლევების მიხედვით, საკლასო ოთახში პოზიტიური გარემო მოსწავლის თვითშეფასებასა და  აკადემიურ მოსწრებას ზრდის. ამისათვის მოსწავლეების სურვილი და ჩართულობაცაა საჭირო, მასწავლებლებს კი შემდეგი რჩევები დაეხმარება:

დაიწყეთ საკუთარი თავით

1.გაუღიმეთ გაკვეთილის დაწყებამდე საკლასო ოთახში შემოსულ თითოეულ მოსწავლეს

2.პოზიტიურობა არ ნიშნავს იყოთ ბედნიერი ყოველთვის. თუ მოსალოდნელია მიწისძვრა ან სხვა ცუდი ამბავი, ბავშვებს ამაზეც უნდა ესაუბროთ და მშვიდად აუხსნათ, რისი გაკეთება შეუძლიათ მსგავს სიტუაციაში.

აკონტროლეთ თქვენი ქმედებები.

1. არასდროს უპასუხოთ მოსწავლის ცუდ ქმედებას აგრესიულად, რათა მან ეს არ მიიჩნიოს ნორმად და გაბრაზება თვითონაც უხეშად არ გამოხატოს.

2. თუ მოსწავლე ყურს არ გიგდებთ, ნუ დააიგნორებთ მას, მშვიდად უთხარი, პატივი სცეს მეგობრებს და ნუ მოაცდენს მათ. თუ ის კვლავ შეეცდება არეულობის გამოწვევას, უთხარით, რომ მოგვიანებით ესაუბრებით მის პრობლემაზე.

გააძლიერეთ პოზიტივი მოსწავლეებში

თუ დაინახავთ, როგორ ეხმარება ერთი მოსწავლე მეორეს, გულწრფელად დააფასეთ ის და საჯაროდ შეაქეთ.

წაახალისეთ ბავშვები და აღნიშნეთ, მოიწონეთ მათი ყოველი მცდელობა;

სთხოვეთ მოსწავლეს, კომენტარი გააკეთოს კლასელის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაზე.

თავიდან აირიდეთ ნეგატიური დამოკიდებულებები, ჩაუნერგეთ ნდობის გრძნობა

თუ მოსწავლე გეუბნებათ, რომ დავალება შინ დარჩა, ნუ დაუწყებთ ეჭვის თვალით ყურებას. თანაგრძნობით უპასუხეთ და გაკვეთილის დასრულების შემდეგ, შეახსენეთ, რომ არ დაავიწყდეს დავალების წამოღება შემდეგი გაკვეთილისთვის.

კარგად გაიცანით თქვენი მოსწავლეები. ორშაბათობით ჰკითხეთ, როგორ გაატარეს არდადეგები.

მოუყევით რაიმე თქვენი ცხოვრების შესახებ.

3.გამოიყენეთ იუმორი

მოაწყვეთ კლასგარეშე შეხვედრები მოსწავლეებთან.

არასდროს გამოიყენოთ სარკაზმი.

4.მიეცით შანსი თითოეულ მოსწავლეს

საკლასო ოთახის მოწესრიგება დაავალეთ მოსწავლეებს, მაგრამ ნუ გაანაწილებთ „ძალაუფლებას“ რამდენიმე მოსწავლეზე. არ დაგავიწყდეთ უკან მსხდომი, პასიური მოსწავლეები.

5.სწავლების პროცესში გამოიყენეთ აქტივობები

არ აქვს მნიშვნელობა რას ასწავლით, შეგიძლიათ, ნებისმიერი საგნის სწავლება გახადოთ უფრო საინტერესო და მხიარული. გამოიყენეთ სხვადასხვა ნივთები, აჩვენეთ ბავშვებს ვიდეოები.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური