GE

12 საათის მონაცემებით EMIS-ის პორტალზე 13 455 პირველკლასელი დარეგისტრირდა

დღეს 13 მაისს, საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო. EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, რომ დღის 12 საათის მონაცემებით, შესაბამის პორტალზე 13 455 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

გუშინდელი მონაცემით სისტემაში 22082 პირველკლასელი იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, დღევანდელი ინფორმაციის დამატებით, ჯამში ამ ეტაპზე სკოლებში 35 538 ადგილია შევსებული.

ამ დროისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის 47 632 თავისუფალი ადგილია დარჩენილი, ადგილები სრულად შევსებულია 146 საჯარო სკოლაში.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო საბუთების წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მშობლებს საშუალება ექნებათ საბუთები სკოლაში წარადგინონ პირადად ან ელექტრონული ფორმით, ისე როგორც სკოლა გადაწყვეტს.

სკოლაში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი ასეთია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (სპეციალურ ფორმას გადმოგცემთ სკოლა), მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი. მომდევნო ეტაპზე სკოლაში აუცილებელი იქნება ბავშვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენაც.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 13 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის ინსტრუქცია და ხრიკები მშობლებისთვის

2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ეტაპები, ვადები და პროცედურები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური