GE

პირველკლასელთა მესამე ეტაპის რეგისტრაცია დილის ცხრა საათზე დაიწყება – დეტალები

13 მაისს პირველკლასელთა მესამე ეტაპის რეგისტრაცია იწყება, რომელიც ელექტრონულ ფორმატში წარიმართება და არ ეხება პირველ და მეორე ეტაპზე უკვე დარეგისტრირებულ პირველკლასელებს.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლისათვის 13 მაისს – 09:00 საათზე დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო საბუთების წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მშობლებს საშუალება ექნებათ საბუთები სკოლაში წარადგინონ ელექტრონული ფორმით.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე
http://registration.emis.ge/.

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი
2021-2022 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

სარეგისტრაციო ინსტრუქცია

სკოლისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, ასეთია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სად უნდა დავარეგისტრიროთ პირველკლასელი ელექტრონულად? – რეგისტრაციის ინსტრუქცია და ხრიკები მშობლებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური