GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორენოვანი ონლაინ ჟურნალი “საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში” დაარსა

„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში”- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორენოვანი(ქართული და ინგლისური) ონლაინ ჟურნალი დაარსა.

ჟურნალის მიზანია, ორიგინალური სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ კვლევით სტანდარტებს და ქმნიან ახალ ცოდნას ან/და საკითხს წარმოაჩენენ ახლებური ხედვით, ხელი შეუწყოს აკადემიურ კვლევებსა და საქმიანობას.

სტატიების გამოქვეყნების ხარჯებს სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჟურნალში ქვეყნდება ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების ნებისმიერი მიმართულების სტატიები. ასევე, შესაძლებელია ინტერდისციპლინური კვლევების გამოყენება, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნული დარგებიდან ერთ-ერთს მაინც. სტატიები უნდა იყოს ემპირიული/თეორიული კვლევის შედეგები ან შემთხვევის ანალიზი (case study).

ჟურნალი წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში გამოვა. ავტორს სტატიის გამოგზავნა წლის ნებისმიერ დროს შეუძლია. სტატიის გამოქვეყნების შესახებ თანხმობა ცნობილი იქნება მიღებიდან 3-6 თვეში.

დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-საიტზე

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected]

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური