CIU-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი შედგა ესტონეთში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ მაღალტექნოლოგიური კონსალტინგური კომპანიის „კრიპტოეთიკა“ (CryptoEthica) წარმომადგენლებს.
უნივერსიტეტის მიერ 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე კომპანიის დამფუძნებელ ვახტანგ ჩხენკელთან განიხილეს უნივერსიტეტის სამართლის კვლევითი პრიორიტეტის – ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის სამართლის სწავლებისა და კვლევითი მიმართულების გაძლიერების შესაძლებლობები.
პრაქტიკული კომპონენტის განვითარებისთვის სასწავლო პროგრამებს დაემატება ახალი საგანი – „ვირტუალური აქტივების სამართალი: ბლოკჩეინები და კრიპტოვალუტა“. ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველოში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ელექტრონული ხელმოწერების (Mobile ID და Smart ID) დანერგვასთან დაკავშირებით ერთობლივ კვლევით პროექტებში და ციფრულ მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ესტონული გამოცდილების გამოყენება.
-
CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ ღვინოებმა WinExpo-ს გამოფენაზე საპრიზო ადგილი დაიკავეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU სტუდენტებს იდეების ლაბორატორიაში იწვევს – CHAKO by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი