კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ
21 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ესტუმრნენ ყაზახეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლები – ნაზარბაევის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ასეელ უვალიევა და ამავე უნივერსიტეტის მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი და ინჟინერიისა და ციფრული მეცნიერებების სკოლის პროფესიული განათლების დირექტორი, კომპიუტერული მეცნიერების ასოცირებული პროფესორი მაიკლ ლუისი.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდენენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს ეკატერინე ჭალაგანიძეს და დეკანის მოადგილეს, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ალიკა გუჩუას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიმართულებით, ასევე, გაცვლით პროგრამებში პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანაშემწე მაკა კაკალაძე.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი