GE

13 მულტფილმი, რომელიც ბავშვმა უნდა ნახოს, სანამ 13 წლის გახდება

1.სათამაშოების ისტორია (1995), Toy Story – „სათამაშოების ისტორია“ პიქსარის პირველი ანიმაციური ფილმია. მისი პირველად ნახვისას  ბავშვი გაოცებული იქნება ფაქტით, რომ ტელევიზორს მისი აზრების კითხვა შეუძლია. საინტერესო და სახალისო პერსონაჟებით სავსე ანიმაცია ბავშვს ბევრს რამეს ასწავლის და მას შემდგომშიც არაერთხელ მოუნდება ამ ფილმის ნახვა.

თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=KYz2wyBy3kc

2.ურჩხული და მზეთუნახავი (1991), Beauty and the Beast – ბელი დისნეის პრინცესების გასაცნობად საუკეთესო სტარტია. დამოუკიდებელი და წიგნების მოყვარული გოგონა მშობლებისათვის პრინცესის სამაგალითო პერსონაჟია. ამასთან, ურჩხული და მზეთუნახავი პირველი ანიმაციური ფილმია, რომელიც ოსკარების დაჯილდოვების საუკეთესო ფილმის ნომინანტებს შორის მოხვდა. ანიმაციის მუსიკალური მხარე და სიმღერები, როგორიცაა „Be Our Guest” და Beauty and the Beast” ბავშვებისათვის მუზიკლის გასაცნობად ერთ-ერთი საკუთესო ვარიანტია.

თრეილერი:   https://www.youtube.com/watch?v=tRlzmyveDHE

3.არიელი (1989), The Little Mermaid

თრეილერი:  https://www.youtube.com/watch?v=ZGZX5-PAwR8

4.ნემოს ძიებაში (2003), Finding Nemo – „ნემოს ძიებაში“ პიქსარის ერთ-ერთი ულამაზესი ანიმაციაა გასაოცარი წყალქვეშა სამყაროთი, ფერებითა და პერსონაჟებით. ფილმი არის სასოწარკვეთილი თევზის, მერლინის თავგადასავალი, რომელიც მისი შვილის, ნემოს საძიებლად გაეშურება. იგი ხვდება სუსტმეხსიერებიან დორის, ზვიგენ ბრიუსს და ბევრ საინტერესო პერსონაჟს.

თრეილერი:  https://www.youtube.com/watch?v=SPHfeNgogVs

5.პინოქიო (1940), Pinocchio – ხის ბიჭუნას ამბავი, რომელსაც უნდა ნამდვილი ბიჭი გახდეს, არამხოლოდ საუკეთსოა ბავშვისათივს სიმართლის თქმის მნიშვნელობის სასწავლად, არამედ მისი წამოსახვის ბნელი კუთხეების გასაღებად.

თრეილერი:  https://www.youtube.com/watch?v=hJ3lxzuI_sc

6.ვოლ (2008), WALL•E – სტენლი კუბრიკის 2001 წლის „კოსმოსური ოდისეის“ მსგავსი პიქსარის ეს შესანიშნავი ანიმაცია ბავშვებს „Hello Dolly”-ს მოყვარულ, ნაგვის შემგროვებელ რობოტ – ვოლ-ის აცნობს. ანიმაციური ფილმი მომავალში არსებულ საკაცობრიო საკითხებზე, სიყვარულსა და იმედზეა.

თრეილერი:  https://www.youtube.com/watch?v=alIq_wG9FNk

7.მეფე ლომი (1994), The Lion King – ბევრი მეფე ლომს შექსპირის „ჰამლეტის“ დისნეისეულ ვერსიასაც უწოდებს. მულტფილმი აფრიკის საფარის ცხოველთა სამეფოზე მოგვითხრობს. მუფასას ტრაგიკული აღსასრული, მულტფილმს მეტ დრამატულობას სძენს. სიმბას ისტორია ბავშვებს ბევრ სიცილთან ერთად, ცრემლებსაც მოჰგვრის.

კლიპი ფილმიდან:  https://www.youtube.com/watch?v=8zLx_JtcQVI

8.რკინის გიგანტი (1999), The Iron Giant – რკინის გიგანტი მოგვითხრობს ისტორიას მარტოსულ ბიჭზე (რომელიც ეძებს მამის შემცვლელ ფიგურას) და ამერიკის მთავრობის მიერ შექმნილ მეტალის  საბრძოლო  კეთილ გიგანტზე. მათი მეგობრობა და სევდიანი დამშვიდობება გულგრილს ვერ დაგტოვებთ.

კლიპი ფილმიდან:  http://youtu.be/D4dT2eBWI2M

9.როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი (2010), How To Train Your Dragon – ჰიკაპი არ არის მეომარი. ვიკინგების სოფლის მაცხოვრებლებისაგან განსხვავებით, ის გამხდარი, სარკასტული და ჭკვიანია. ჰიკაპი მოკვლის მაგივრად, დაჭრილ დრაკონს უმეგობრდება, რაც მის და მისი ყველა ნაცნობის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. დრაკონის მოშინაურება საფრთხეებთან არის დაკავშირებული. სხვა ანიმაციებისაგან განსხვავებით, მთავარი გმირი არ არის დაუმარცხებელი და გმირულ რისკებსაც აქვთ თავისი გართულებები. ბიჭი, ხელოვნური ფეხით, ბავშვებს ზრდასრული სამყაროს ნაწილთან დაკავშირებაში დაეხმარება.

თრეილერი:  https://www.youtube.com/watch?v=1huZhKwhIQc

10. ყვითელი წყალქვეშა ნავი (1968), Yellow Submarine  – ეს ანიმაცია, ერთი მხრივ, ბავშვებს დაანახვებს, რომ არ არის აუცილებელი, ანიმაცია მხოლოდ პრინცესებზე და მოლაპარაკე ცხოველებზე იყოს და მეორე მხრივ, გააცნობს პოპულარულ როკ ბენდს. მართალია, ჯერჯერობით ვერავინ გაიგო ამ ანიმაციის შინაარსი, მაგრამ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, რომ თქვენი შვილი საბავშვო სიმღერების ღიღინიდან ბითლზის „All You Need Is Love”-ზე გადავიდეს.

ტრეილიერი:  https://www.youtube.com/watch?v=vefJAtG-ZKI

11. ყველაზე მაგრები მსოფლიოში (2004), The Incredibles

კლიპი ფილმიდან:  http://www.youtube.com/watch?v=KJ-MHpY4L_U

12. ლეგო ფილმი (2014), The LEGO Movie

13. საოცარი მისტერ ფოქსი (2009), Fantastic Mr. Fox

თრეილერი:  https://www.youtube.com/watch?v=n2igjYFojUo

ფილმები, რომელიც ბავშვებს უნდა აჩვენოთ, სანამ 13 წლის გახდებიან

ა.ნ.

წყარო: ew.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური