ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წიგნის კუთხე გაიხსნა

ბორჯომში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრში პირველი წიგნის კუთხე გაიხსნა.
ბიბლიოთეკის ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა დაცული ტერიტორიის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება ეროვნული ბიბლიოთეკის კუთხე, სადაც განთავსდება წიგნები, მათ შორის, უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) ლიტერატურა. წიგნები ხელმისაწვდომი იქნება დაცული ტერიტორიების ყველა სტუმრისა და ტურისტისთვის.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრში გახსნილი წიგნის კუთხე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 200-ზე მეტი წიგნით დააკომპლექტა.
უახლოეს მომავალში მსგავსი კუთხეების გახსნა იგეგმება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მტირალას ეროვნულ პარკსა და საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებზე.
როგორც ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ამ აქციით ეროვნული ბიბლიოთეკა და დაცული ტერიტორიების სააგენტო უფრო საინტერესოს გახდიან საქართველოში ჩამოსული ტურისტების მოგზაურობას.
-
სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ესეების კონკურსი გამოცხადდა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2 მარტი, 2016
-
უნგრეთის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 17 ნოემბერი, 2015
-
15 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტიქიით დაზარებულ მოზარდებთან შეხვედრა გაიმართება by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 14 ივლისი, 2015