GE

18 მობილური აპლიკაცია უცხო ენის შესასწავლად

გთავაზობთ აპლიკაციების სიას, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენთვის ახალი უცხო ენის სწავლა ან გაიმყაროთ ძველი ცოდნა.

Busuu

Busuuაპლიკაციების ჯგუფია, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეისწავლოთ ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იაპონური, ესპანური და თურქული ენა. ყველა დავალება დაყოფილია გაკვეთილებად, სირთულის მიხედვით. პროგრამის პოზიტიური მომენტები: მოხერხებულობა, 3000 სიტყვაზე მეტი 150 თემაში, რომლებიც აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ფასიანი მასალის არსებობა.

Duolingo

Duolingo ტესტურ ფორმაში დაგეხმარებათ უცხო ენის საფუძვლების შესწავლაში. სიაში შეგიძლიათ იხილოთ როგორც ევროპული, ასევე აზიური ენები. გრამატიკულ წესებს შეხვდებით სწავლის მსვლელობისას. თქვენი სწავლების დონე განისაზღვრება მისაღები ტესტით.

ParrotPlayer

Parrot Playerსაკმაოდ მარტივი და მოსახერხებელი პროგრამაა. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ არჩეული აუდიო-ფაილი, რომელიც ტელეფონში გაქვთ, დაყოთ პატარა ნაწყვეტებად და მოუსმინოთ რამდენჯერმე. სასარგებლო აპლიკაციაა დიალოგების დასამუშავებლად.

ListeningDrill

ახლა თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ ვიდეო TEDx-დან და უყუროთ სუბტიტრებით. პროგრამა ავტომატურად შეგიდგენთ პირად ლექსიკონს. არის შესაძლებლობა არეგულიროთ დაკვრის სიჩქარე, აგრეთვე თავად დაამატოთ ფაილები.

Memrise

Memrise – მრავალფუნქციური პროგრამა სხვადასხვა ინფორმაციის დასამახსოვრებლად, მარტივია გამოყენებაში. სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ ირჩევთ კურსს და იწყებთ დავალებების შესრულებას. სპეციალური მეთოდიკა დაგეხმარებათ ისწავლოთ დღეში 44 სიტყვა. მრავალფეროვანი სათამაშო რეჟიმები ავარჯიშებენ მეხსიერების სხვადასხვა ასპექტებს.

AccelereadSpeedReadingTrainer

აპლიკაცია  Acceleread Speed Reading Trainer – არის ინგლისურად სწრაფად კითხვის სავარჯიშო. სწავლა შესაძლებელია არა მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული წიგნებით, არამედ საკუთარი ბიბლიოთეკის ჩატირთვითაც.

Quill

აპლიკაცია Quill-ის შემქმნელები ამტკიცებენ: იმისათვის, რომ ისწავლოთ წერა, საჭიროა პრაქტიკა. ეს პროგრამა გთავაზობთ სრულყოფილ წერით დავალებებს. გაეცნობით სერიოზულ ტექსტებს ლიტერატურიდან და ისტორიიდან, გაიუმჯობესებთ ინგლისური გრამატიკის ცოდნას, განავითარებთ წერით უნარ-ჩვევებს,

Vocabulary

Vocabulary – მარტივი და მოსახერხებელი პროგრამაა ახალი სიტყვების დასამახსოვრებლად. აპლიკაციის მუშაობის არსი მდგომარეობს უშუალოდ ტექსტებთან, სურათებთან და ა.შ. მუშაობისას სწავლაში. სისტემა შემოგთავაზებთ თემებს და კითხვებს, შემდეგ კი მოგცემთ მინიშნებებსა და განმარტებებს. ყურადღება ეთმობა ყოველდღიური საუბრისთვის აუცილებელ სიტყვებს.

FunEasyLearn

FunEasyLearn – მარტივი და მხიარული მეთოდია იტალიური ენის შესასწავლად. სწავლება მიმდინარეობს 7 თამაშის მეშვეობით. შესაძლებელია შემთხვევით არჩევის ფუნქციის გამოყენებაც. პუნქტში „სიტყვების გამეორება“ ინახება  ყველა ის სიტყვა, რომელიც თითოეულ თამაშში ისწავლეთ.

გერმანული ენის შესწავლა

L-LingoLearnGermanProგერმანული ენის შესწავლა სურათებისა და სიტყვების დახმარებით. ყველაზე მარტივი ხერხი სიტყვების მარაგის შესავსებად.

LearnFrenchWithPleasure

Learn French With Pleasure – პროგრამა ინგლისურად მოსაუბრეთათვის. თქვენ სწავლობთ ენას ინფორმაციის გაგებით, ლექსების სწავლითა და სიტყვების მარაგის შევსებით. ეს ერთგვარად სოციალური ქსელია, რომელშიც შეიძლება აიმაღლო ცოდნის დონე.

ესპანური ენა

LearnSpanish. SpeakSpanish პროგრამა მოწყობილია იმგვარად, რომ უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელმა დაიწყოს საუბარი ესპანურად. რა თქმა უნდა, ენობრივი ბარიერის გადალახვისთვის საჭიროა ენის მატარებლებთან საუბარი, მაგრამ აპლიკაციის გაცნობის შემდეგ იმედი არ გაგიცრუვდებათ.

შეისწავლეთ არაბული ენა

LearnArabicთუკი ოდესმე გსურდათ არაბული ენის შესწავლა, ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ. თქვენ შეისწავლით ანბანსა და 100 ფრაზაზე მეტს. თქვენ ისწავლით მარტივი ფრაზებით საუბარს რამდენიმე დღეში.

შეისწავლეთ კორეული ენა

LearnKorean – აპლიკაცია შეიცავს 800-ზე მეტ ყველაზე გამოყენებად კორეულ ფრაზას მოგზაურთათვის და დამწყებთათვის. სწავლება შესაძლებელია მოლაპარაკე თუთიყუშის დახმარებით, რომელიც ასრულებს დავალებებს თქვენთან ერთად.

Hayabachi

Hayabachi – თქვენ ისწავლით ანბანს, იეროგლიფებსა და გრამატიკას. შეგიძლიათ ისწავლოთ მეგობრებთან ერთად. რთული და უჩვეულო ანბანისა და იეროგლიფების შესწავლას გვთავაზობენ ასოციაციის მეთოდებით.

ЯРКСИ

ЯРКСИ – ერთ-ერთი საუკეთესო რუსულ-იაპონური ელექტრონული ლექსიკონია. თქვენ შეგიძლიათ ხელით გამოსახოთ იეროგლიფი, პროგრამა კი შემოგთავაზებთ ძიების ვარიანტებს.

Skritter

Skritter – იდეალური ვარიანტია იეროგლიფების შესასწავლად. პროგრამამ „იცის“ ჩინური ენის ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოები. თქვენ უბრალოდ ირჩევთ საჭირო წიგნს და იღებთ მზა ბარათებს სიტყვებით. პროგრამის მთავარი პლუსი ის არის, რომ  იეროგლიფების გამოსახვა შეგიძლიათ პირდაპირ ეკრანზე.

汉词典 — БКРС

 俄汉词典 — БКРС  – საუკეთესო რუსულ-ჩინური ლექსიკონია. პროგრამას აქვს ფუნქცია წარმოთქვას სათაურები და ნებისმიერი გამოყოფილი ტექსტი. სამწუხაროდ, მხოლოდ ფასიანი ვერსია არსებობს.

20 საგანმანათლებლო არხი YouTube-ზე

11 რესურსი უფასო განათლებისათვის

YouTube-ის 15 არხი ინგლისურის შესასწავლად

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური