პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
წლის განმავლობაში (ივნისი, 2025 – მაისი, 2026), პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჯამურად ჩაირიცხა 19 742 პირი, ხოლო პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე – 11 918 პირი.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას ეხება.
საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ რიცხვებთან ერთად, ირაკლი კობახიძე წერს, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაინერგა, დამატებით, 63
საჯარო სკოლაში.
პროფესიული განათლების კონტექსტში პრემიერ-მინისტრი ეხება აბიტურიენტებისთვის მიცემულ შესაძლებლობასაც და აქაც ახსენებს მათთვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობას: “2026 წლიდან პირველად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა აქვთ. მათ შეუძლიათ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლონ სანელმწიფოს დაფინანსებით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შეთავაზებულ 10 600-ამდე ადგილზე”.
ირაკლი კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გადამუშავდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ამავე თემაზე:
დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი
ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
როდის უნდა ველოდოთ პროფესიული განათლების რეფორმას? – რას აანონსებს პრემიერ-მინისტრი
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება