GE

„ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია ჩატარდა

8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ქალბატონი მონიკა ტომაშზევსკას ლექცია, თემაზე – „ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა“ ჩატარდა.

უნივერსიტეტის მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოლონელი პროფესორის ვიზიტი საქართველოში განხორციელდა ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, სახელწოდებით „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.

საჯარო ლექცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ, სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ჟან მონეს კათედრის პროფესორმა, ციური დურულმა და ჟან მონეს კათედრის ავტორმა, ხელმძღვანელმა და პროფესორმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნეს.

პროფესორი ტომაშზევსკა საჯარო ლექციის დაწყებამდე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ბატონ ზურაბ ზურაბაშვილს, უნივერსიტეტის კანცლერს, ბატონ დავით კვერნაძეს და უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ქალბატონ მარიკა შერაზადიშვილს შეხვდა. პოლონელ პროფესორს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმბოლიკით.

პროფესორი ტომაშზევსკას ლექცია შეეხო ევროკავშირის ზოგად სოციალურ პოლიტიკას, ევროკავშირის შრომის სამართალს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეროვნულ დონეზე იმპლემენტირების ასპექტებს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მსჯელობის სტანდარტსა და კონკრეტულ ქეისებს.

ლექციის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ჩაერთნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური