იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
უნივერსიტეტის მიერ 6 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვახტანგ ჟვანიამ თემაზე – „საჯარო სერვისების ტრანსფორმაცია, განვითარება, ინოვაცია და ახალი შესაძლებლობები“ – საჯარო ლექციის ფორმატში ისაუბრა.
დისკუსიის მთავარი თემა ის ცვლილებები იყო, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვით საჯარო სერვისების განვითარებას განაპირობებს. ვახტანგ ჟვანიამ სტუდენტებს იუსტიციის სახლის განვითარების ხედვა გაუზიარა, ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიღებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იუსტიციის სახლის სამომავლო პროექტებისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლებიც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას ემსახურება.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესაუბრათ საჯარო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე, ინოვაციებზე და იმ პროფესიულ პერსპექტივებზე, რომლებსაც თანამედროვე საჯარო სამსახური სთავაზობს.
შეხვედრა იუსტიციის სახლსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი