„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური შეჯიბრის ფინალისტები გამოვლინდნენ
6 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში“, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სიმულაციური შეჯიბრის მეორე ეტაპი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 8 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, Body Interact-ის ტურში გადასული 6 გუნდის საკონკურსო დავალება მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ვირტუალური პაციენტის მართვა იყო.
სტუდენტებმა Body Interact-ზე ვირტუალურად შესრულებული მანიპულაციები ჩაატარეს სიმულაციურ პაციენტზეც, რაც დამკვირვებელმა ჟიურიმ შეაფასა და მიღებული ქულების საფუძველზე 3 ფინალისტი გუნდი გამოავლინა.
სტუდენტებს, აღნიშნულ ტურში მიოკარდიუმის ინფარქტის სწორად მართვასთან ერთად, უნდა გამოევლინათ გუნური მუშაობის, როლების განაწილებისა და სხვადასხვა მანიპულაციების პრაქტიკულად შესრულების უნარი.
სიმულაციური შეჯიბრის მესამე, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები არიან:
გუნდი N4
- Rama Khaled Abed Albarghouthy Abed Albarghouthy
- Kritika Gupta
- Abdimalik Hassan Nuh Adan
გუნდი N7
- Abhiram Chaliyath Rajeesh
- Shiza Sardar Mahmood
- Yaman Adli Qasem Al Khaldi
გუნდი N8
- მარიამ იჩქიტიძე
- თამარ გიორგაძე
- ვასილ გოგინაშვილი
ფინალური ეტაპის შესახებ დამატებით ინფორმაციას გუნდები „ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრისგან მიიღებენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ვენაში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი