GE

18 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო

18 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო. სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ მიულოცა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ, მათ სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, შიდა ქართლის საოლქო პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა, ფაკულტეტების დეკანებმა: მარიკა შერაზადიშვილმა, იოსებ ალიმბარაშვილმა, დავით ჩოჩიშვილმა და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა გენო პეტრიაშვილმა.

რექტორმა საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა გაცვლითი პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები.

2017-2018 სასწავლო წლიდან გორის უნივერსიტეტში დასაქმდა უნივერსიტეტის ორი კურსდამთავრებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური