18 სექტემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
18 სექტემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
პირველკურსელთა და სტუდენტთა დახვედრის ტრადიციული საზეიმო ცერემონია SANGU-ს ეზოში შედგა. შეხვედრა გახსნა სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს უფროსმა მარიამ ქვარიანმა.
სტუდენტებს სწავლის დაწყება რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიულოცა. იგი განსაკუთრებული სიხარულით მიესალმა პირველკურსელებს და ცხოვრების ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის გასავლელად SANGU-ს არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.
სტუდენტებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს SANGU-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კანცლერმა, ბატონმა თამაზ ვაჩაძემ, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა – პროფესორ ლევან ქისტაურმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა – პროფესორ პაპუნა გურულმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა – გვანცა ტაბაღუამ.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ პირველკურსელებთან შეხვედრები, შესაბამისი მიმართულებების მიხედვით, საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებისა და კოორდინატორთა ჩართულობით გაგრძელდა.
-
სტუდენტური კონფერენცია SANGU-ში – „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
ქართულ უნივერსიტეტში უფროსკლასელებისთვის პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ აქტიურად მიმდინარეობს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი