2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 35 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 35 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
ინფორმაცია ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
16 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია:
35 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
2 ათასზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის;
8 ათასამდე კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის.
ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება
გამოცდებისათვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.ge online.naec.ge მიმდინარეობს.
ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
რეგისტრაციის დასრულებამდე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება.
საგანმანათლებლო პროგრამების მითითება თუ შეცვლა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაციის პროცესის მხარდასაჭერად ინტენსიურად მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი – 2473333. ინფორმაციის მიღება ონლაინ დახმარების სერვისითაც არის (www.naec.ge) შესაძლებელი.
-
აბიტურიენტებს ქულების გასაჩივრებისთვის 3 დღე ექნებათ
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ცნობილია შედეგები, ქართულში, მათემატიკაში, ისტორიაში, ხელოვნებაში, ქიმიასა და სამოქალაქო განათლებაში – ეროვნული გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ტესტის დავალებათა ნიმუში და ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი